CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

პროექტი „ქალებისა და ახალგაზრდების ქმედითუნარიანობის ამაღლება და მათი პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის გაზრდა”

პროექტი „ქალებისა და ახალგაზრდების ქმედითუნარიანობის ამაღლება და მათი პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის გაზრდა” ხორციელდება ორანიზაცია „ოქსფამ საქართველოს“ მიერ ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით.

„ოქსფამ საქართველოს“ პარტნიორი ორგანიზაციის ასოციაცია DEA -ს მხარდაჭერით 2012 წლის დეკემბრიდან - 2013 წლის თებერვლის ჩათვლით ზუგდიდსა და ფოთში კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (СTC) ტრენერების მიერ ჩატარდა შემდეგი ტრენინგები:

ახალგაზრდებისთვის:

  1. გენდერი და ქალთა უფლებები
  2. სოციალური მედია/პრეზენტაცია
  3. დებატები საპარლამენტო ფორმატში
  4. სამოქალაქო ჩართულობა და დემოკრატია

ქალთა ჯგუფებისთვის:

  1. გენდერი და ქალთა უფლებები
  2. დემოკრატია და თვითმართველობა
  3. საზოგადოებასთან ურთიერთობა და საჯარო გამოსვლა/ლიდერობა

მონაწილეთა შეფასებების მიხედვით, მიღებული ცოდნა და გამოცდილება შესაძლებელია გამოიყენონ როგორც თვითმართველობის არჩევნებში აქტიურად ჩართვისთვის, ასევე სხვა საზოგადოებრივ საქმიანობებში. ტრენინგის თემატიკიდან გამომდინარე და დარიგებული საკითხავი მასალის საფუძველზე, ტრენინგში ჩართული ქალბატონები მიღებულ ინფორმაციას გადასცემენ სხვა ქალბატონებს მათი გაძლიერების და საქოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის მიზნით.