CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარების ახალი პროექტი

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარების ახალი პროექტი.

პროექტი ინიცირებული და დაფინანსებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში (G-PAC) მიერ (www.ewmi-gpac.org). აღნიშნული პროგრამა მიმდინარეობს USAID-ის მხარდაჭერით.  

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარების პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ინტერესების დამცველი 22 ორგანიზაციის გაძლიერებას, რათა მათ უკეთ შეასრულონ საკუთარი მისია და უფრო ეფექტურად შეძლონ საჯარო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა. ამ მიზნიდან გამომდინარე პროექტი მოიცავს გადამზადებასა და კონსულტირებას მართვისა და ორგანიზაციული განვითარების საკითხებში. პროექტში მონაწილე ორგანიზაციების შერჩევა განახორციელა  G-PAC-ს პროგრამამ.

პროექტი დასრულდება 2013 წლის სექტემბერში. იგი მოიცავს ზოგადი მენეჯმენტის უნარ-ჩვევების, პროექტებისა და პროგრამების დაგეგმვის ტრენინგ კურსებს; ასევე პროექტში მონაწილე ყველა ორგანიზაციას  ექნება შესაძლებლობა მიიღოს ინდივიდუალური კონსულტაციები და პრაქტიკაში დანერგოს ტრენინგზე მიღებული ცოდნა.

პროექტის ფარგლებში კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი თანამშრომლობს მართვის აკადემიასთან. ამ ორგანიზაციის ტრენერები პროექტის მონაწილეებისათვის ჩაატარებენ ზოგადი მენეჯმენტის უნარ-ჩვევებისა და პროექტის მართვის ტექნიკების ტრენინგ კურსებს.