CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

სტიუარტ ბრიუსის მასტერ-კლასი თემაზე Online PR

22 მაისი, თბილისი

მაისში თბილისს ესტუმრება ყველაზე გავლენიანი ბრიტანელი PR ექსპერტი Stuart Bruce. ვიზიტის ორგანიზატორია Marketing House Georgia.

22 მაისს ქართველ პიარ სპეციალისტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ მასტერ-კლასში თემაზე Online PR, რომელსაც Stuart Bruce გაუძღვება.

მასტერ-კლასის ხანგრძლივობაა სრული დღე. მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, გაიზიარონ ონლაინ კორპორატიული კომუნიკაციების საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ლიდერის გამოცდილება, მოახდინონ საკუთარი ონლაინ -კომუნიკაციების მოდერნიზება და შეამცირონ სოციალური მედიის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები.

ძირითადი აქცენტები მასტერ-კლასის დროს:

  • როგორ იყენებენ  მედიაექსპერტები და ჟურნალისტები სოციალურ მედიაში განთავსებულ ინფორმაციას
  • რომელ უახლეს მეთოდებს და ინსტრუმენტებს ფლობენ მოწინავე პიარ სპეციალისტები
  • როგორ დავიწყოთ მოდერნიზებული მედია ურთიერთობების გამოყენება
  • როგორ შევქმნათ მომავალზე ორიენტირებული საკომუნიკაციო სტრატეგია
  • როგორ დავიზღვიოთ თავი პოტენციურ ონლაინ სივრცეში წარმოქმნილი კრიზისულ სიტუაციებისგან

Stuart Bruce -ის შესახებ:

  • საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულია, რომ Stuart Bruce იყო მსოფლიოში პირველი, რომელმაც დაიწყო ონლაინ პიარის გამოყენება (1997 წლიდან);
  • PRWeek PowerBook მოიხსენიებს სტიუარტს დიდი ბრიტანეთის ყველაზე გავლენიანი პიარ პერსონების ტოპ-ათეულში.
  • სტიუარტის თანაავტორობითაა შექმნილი წიგნი Share This: The Social Media Handbook for PR Professionals ბესტსელერი და პიარ სპეციალისტების სამაგიდო წიგნია
  • სტიუარტ ბრიუსის საკომუნიკაციო სააგენტო „Top 40 Digital Consultancies league“ table მიხედვით 22 -ე ადგილზეა.
  • სხვადასხვა დროს სტიუარტ ბრიუსი იყო ბრიტანეთის  მინისტრთა ორი  კაბინეტის კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი.
  • მისი კომპანიის კლიენტებს შორის არიან: Sony Ericsson, Unilever, PayPal, United Nations, HSBC, First Direct, GlaxoSmithKline, Discovery Channel, Philips, SunGard and the NHS.
  • სტიუარტი არის უამრავი ჯილდოს მფლობელი, ასევე, სხვადასხვა ნომინაციების ჟიურის საპატიო წევრი.
  •  დაწვრილებითი ინფორმაცია ხელმსაწვდომია მის პირად ბლოგში: http://stuartbruce.biz

მასტერ-კლასის აუდიტორიას შეადგენენ სახელმწიფო და არასამთავრობო სტრუქტურების, აგრეთვე  ლოკალური და საერთაშორისო კომპანიების პიარ და კომუნიკაციების სპეციალისტები, ბლოგერები, მარკეტოლოგები, მედიის წარმომადგენლები, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელები, ყველა, ვისაც სურს, წარმატებით მართოს საზოგადოებასთან ურთიერთობა ონლაინ სივრცეში.

მონაწილეობის ღირებულებაა USD 230. საფასური მოიცავს მონაწილეობას, ჰენდაუტებს, სერტიფიკატს სტიუარტ ბრუსის ხელმოწერით, ლანჩს.

დაწვრილებითი პროგრამა და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე: http://marketinghouse.ge/index.php?pg_id=632020131&pg_symbol=1341505520

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა: registration@marketinghouse.ge

ტელ: 593 37 31 28