CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

საჯარო მოხელეთა გადამზადების პროექტი

USAID-ის დემოკრატიული მართველობის პროგრამის ინიციატივითა და დაფინანსებით დაიწყო პროექტი საჯარო მოხელეთა გადამზადების შესახებ.

პროექტს განახორციელებს კონსორციუმი, რომლის წევრიცაა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი. კონსორციუმს ხელმძღვანელობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA). სხვა პარტნიორი ორგანიზაციები არიან: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  და  პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ  ჯგუფი (PMCG). ტრენინგების  ჩატარება დაიწყება 2013 წლის ივლისში და გაგრძელდება ამავე წლის დეკემბრის ბოლომდე.

დაგეგმილია სულ მცირე 3000 მოხელის გადამზადება. პროექტს მთავრობის მხრიდან კოორდინაციას გაუწევს პრემიერ მინისტრის აპარატი.

კონსულტაციისა და  ტრენინგის ცენტრი მოიცავს 500-600 მოხელეს და შესთავაზებს ორ მოდულს: ადამიანური რესურსების მართვა და პრეზენტაციისა და საქმიანი წერის უნარ-ჩვევები.