CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

ამერიკული მასტერ კლასები სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის

სამოქალაქო განათლების ამერიკელი ექსპერტები ჯინ ბერტიომი და ქეთრინ ქედველი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას“  წელსაც ეწვივნენ და პროგრამის მონაწილე პედაგოგებისთვის მასტერკლასი ჩაატარეს. 23–24 აპრილს კონსულტაციისა დატრენინგის ცენტრში გამართული ვორქშოპი „პროფესიული გაზიარების ჯგუფები“ პედაგოგებს ერთმანეთისთვის პროფესიული ცოდნის გაზიარების გზებსა და საშუალებებს სთავაზობდა: როგორ დავეხმაროთ კოლეგებს მათ წინაშე არსებული პროფესიული დილემის გადაწყვეტაში, როგორ ვიპოვოთ ერთმანეთის დახმარებით დილემიდან სწორი და ეფექტური გამოსავალი და როგორ ავიმაღლოთ პროფესიონალიზმი. ამ საკითხებთან დაკავშირებით სემინარზე თეორიული მსჯელობის პარალელურად რამდენიმე პრაქტიკული სამუშაოც ჩატარდა, რომელმაც ნათლად დაანახა მასტერკლასის მონაწილეებს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთისადმი კოლეგიალური და ობიექტური დამოკიდებულება როგორც პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის, ისე საერთო წარმატებისთვის. ვორქშოპი ვიდეო გაკვეთილის სახითაც ჩაიწერა, რომლის ნახვის და გაზიარების შესაძლებლობა პროგრამის მონაწილე ყველაპედაგოგს ექნება.

25–26 აპრილის სემინარზე, თემით – „სათემო აქტივობით სწავლა/სწავლების მეთოდები“ – ჯინმა და ქეთრინმა (ისინი ჰარვუდის გაერთიანების საშუალო სკოლაში საზოგადოებრივ მეცნიერებებს ასწავლიან), საკუთარ მრავალწლიან პედაგოგიურ გამოცდილებაზე დაყრდნობილი ცოდნა, პრაქტიკული სწავლების მეთოდები და სხვადასხვა სავარჯიშოები, ინტერაქტიული სავარჯიშოები გაუზიარეს პედაგოგებს. მათი განხილვისას პედაგოგებმა საკუთარი პრაქტიკიდანაც მოიტანეს კონკრეტული მაგალითები და კოლეგებთან და ექსპერტებთან ერთად განიხილეს ისინი. წამოჭრილ საკითხებზე მსჯელობა პირდაპირი, ირიბი და ადვოკატირების გზით პრობლემის მოგვარების ფორმებზე წარიმართა, რაც სემინარის ერთ–ერთი ძირითადი საკითხი იყო.

აგრეთვე გაიმართა სამოდელო გაკვეთილი, რომელშიც ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა–მათემატიკის 42–ესაჯარო სკოლისმე–9 –10 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. გაკვეთილის თემა დალეგორიული სამყაროდან (სიბნელიდან) რეალურ სამყაროში (სინათლეში) გადასვლის ამბავი იყო მოთხრობილი (დადგმული), რომელიც შემდეგმოსწავლეებმა და ამერიკელმა ექსპერტებმა ერთად განიხილეს. ვორქშოპის მონაწილე პედაგოგები ამ ყველაფერს ჯერ თვალ–ყურს ადევნებდნენ, შემდეგ კი მსჯელობაში ჩაერთვნენ. დისკუსიის მონაწილენი ჰიპოთეზური გაკვეთილიდან მიღებულ მოსაზრებებსა და დასკვნებზე ჩამოყალიბდნენ.

ჯინ ბერტიომი და ქეთრინქ ედველი მასტერ კლასზე „სათემო აქტივობით სწავლა/სწავლებაში“ უკუკავშირის პროტოკოლის და პროექტთან კავშირში მყოფი სათემო პარტნიორების ძიების საკითხსაც შეეხნენ და დასასრულს ვორქშოპის მონაწილე პედაგოგებთან ერთად ორდღიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს.

ოთხდღიანი ვორქშოპი ჩატარდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან პარტნიორობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).