CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კონფერენცია - გამოფენა

11 მაისს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ორგანიზებით, საგამოფენო ცენტრში "ექსპო ჯორჯია" გაიმართა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რიგით მეორე მასშტაბურ ეროვნულ კონფერენცია. საქართველოს ყველა რეგიონის 300-ზე მეტი პედაგოგი და მოწვეული სტუმარი გაეცნო სამოქალაქო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებსა და ინოვაციებს, მიიღო ინფორმაცია ფორუმის წევრ მასწავლებელთა გამოცდილების და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის შესახებ. კონფერენციის დასასრულს გაიმართა წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი. სამოქალაქო განათლების ფორუმის მიერ დაწესებული საპატიო ჯილდო - მადლობის სიგელი და „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის” პრიზი გადაეცა თერთმეტი რეგიონის თერთმეტ საუკეთესო პედაგოგს. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი დაფუძნდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) პარტნიორობით.