CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

დაფუძნდა“სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი”

2013 წლის 30 მაისს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის,კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთაფორუმის ინიციტივით დაფუძნდა ა(ა)იპ “სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი”.

დამფუძნებელთა კრება კონსულტაციისადა ტრენინგის ცენტრში გაიმართა. კრებამ ახლად დაფუძნებულიორგანიზაციის მთავარ ამოცანებად განსაზღვრა: პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობადა მათ შორის გამოცდილების გაზიარების გარემოს შექმნა სფეროში  სიახლეებისა დაინოვაციების დანერგვის გზით. ფორუმი თავის უმთავრეს მიზნად ისახავს საზოგადოებაში დასაგანმანათლებლო  სისტემაში სამოქალაქო განათლებისმნიშვნელობის წარმოჩენასა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის პრესტიჟის ზრდას. ფორუმისდამფუძნებლთა შორის არიან  ნინო ბესელია, მაკა ბიბილეიშვილი, მადლენა შველიძე,ნინო ერემაშვილი, ნათია ნამიჭეიშვილი, ნონა ფიფია და ლელა წურწუმია - სამოქალაქო განათლებისეს პედაგოგები და ექსპერტები ორი წლის მანძილზე ფორუმის გამგეობას წარმოადგენენ. გამგეობისწევრებმა გამგეობის თავმჯდომარის პოზიციაზე კენჭი ნინო ბესელიას უყარეს.

შეხვედრის ბოლოს ქ-ნმა ნინომ სთქვა:-”დღეს ძალიან მნიშვნელოვან ორგანიზაციას ჩაეყარა საფუძველი. ფორუმი ხელს შეუწყობს სამოქალქოგანათლების პედაგოგების პროფესიულ ზრდას, საგნის პრესტიჟის ამაღლებას და იმუშავებსიმ საკითხებზე, რომელებიც საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად ამ სფეროში”.