CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

” მსოფლიო ეკონომიკა და მისი ძირითადი პრინციპები ”

15, 16 და 17 იანვარს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში გაიმართა სამდღიანი ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის თემაზე: ” მსოფლიო ეკონომიკა და მისი ძირითადი პრინციპები ”. ტრენინგი ჩატარდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის (ACETT) ფარგლებში კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ორგანიზებით. ტრენინგს უძღვებოდა ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, სკოლის მე-9 კლასის ” სამოქალაქო განათლებისა ” და მე-11/მე-12 კლასის ” ეკონომიკის ” განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებული სახელმძღვანელოების თანაავტორი, ქ-ნი მაია გონაშვილი.  

ტრენინგი შეირჩა და ჩატარდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა მრავალგზის თხოვნის საფუძველზე, რომ მათ გაეღრმავებინათ ცოდნა ეკონომიკის განხრით. ტრენინგი გამიზნულია პედაგოგთა პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად აღნიშნულ დისციპლინაში.

სამდღიანი ტრენინგი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში, 26-მა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა გაიარა.