CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

CTC-ის მხარდაჭერით სიღნაღში გაიხსნა არტ-კაფე ”ქედელი”

22 ოქტომბერს, ქალაქ სიღნაღში გაიხსნა არტ-კაფე ”ქედელი.” არტ-კაფეს დამფუძნებელია ”სიღნაღის რეგიონის სოციალური უმწეოთა კავშირი”, რომელიც 2000 წლიდან მუშაობს შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების ზრდასრულებთან. სამომავლოდ კაფე ორგანიზაციის დამატებითი შემოსავლის წყარო უნდა გახდეს. კაფეს გარემონტებაში და პრეზენტაციის მოწყობაში ორგანიზაციას დაეხმარა ორი ქართული ორგანიზაცია ”კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი” (CTC) და ”სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (СSRDG).

პრეზენტაციას დაესწრნენ ორგანიზაციის მხარდამჭერთა ჯგუფი, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოელი სტუმრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, ჰოლანდიის საელჩოს და თელავის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების წარმომადგენლები.

გემოვნებით მოწყობილი და მყუდრო გარემო შეგიქმნით სასიამოვნო განწყობას. ასეთ გემრიელ ყავას, სალათებსა და კრუასანს სიღნაღში სხვაგან ვერსად დააგემოვნებთ! ეწვიეთ არტ-კაფე ”ქედელს” ბარათაშვილის 15-ში!