CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

ანონსი: სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წევრების საყურადღებოდ 2011 წლის 1-15 დეკემბერს გაიმართება დისტანციური დისკუსია თემაზე სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა და აქტუალობა: როგორ მოვახდინოთ საგნის პოპულარიზაცია.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი ჩამოყალიბდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის (ACETT) ფარგლებში. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსურ მხარდაჭერით პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International-ი კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან პარტნიორობით.

ფორუმი წარმოადგენს სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა პროფესიულ ქსელს, რომელიც (ასევე) ღიაა სამოქალაქო განათლების საკითხებით დაინტერესებული სხვა პედაგოგებისათვის და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის. ფორუმის მთავარი მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების გაუმჯობესებისათვის მასწავლებელთა მონაწილეობის წახალისება.

დისტანციური დისკუსიები ფორუმის ერთ-ერთი საკვანძო საქმიანობაა. დისკუსიები დაეხმარება მასწავლებლებს ისაუბრონ მათთვის აქტუალურ თემებზე, გამოთქვან მოსაზრებები, თავად წამოიწყონ განხილვები, დასვან პრობლემური შეკითხვები.

ზემოთ აღნიშნული დისკუსიით ფორუმი იწყებს ამ მიმართულებით საქმიანობას.

დისკუსიის მოდერატორია ფორუმის მმართველი კომიტეტის წევრი სამოქალაქო განათლების საკითხების ექსპერტი გიორგი გახელაძე.

მოდერატორი გახსნის დისკუსიას საკითხის მცირე მიმოხილვით და მსვლელობის დროს უზრუნველყოფს პროცესის თანმიმდევრულ განვითარებასა და მონაწილეთა გააქტიურებას. დასასრულს მოდერატორი მოამზადებს დისკუსიის მცირე რეზიუმეს.

დისკუსია პედაგოგების მონაწილეობით გაიმართება სპეციალურად შექმნილ ფეისბუკის ვებ-გვერდზე: https://www.facebook.com/groups/mastavlebeltaporumi/ დისკუსიაში მონაწილეობისთვის პედაგოგმა უნდა:

  1. გაიაროს რეგისტრაცია ფეისბუკში საკუთარი სახელითა და გვარით (თუ უკვე რეგისტრირებულია საკუთარი მომხმარებლის სახელით, ხელახალი რეგისტრაცია საჭირო არ არის);
  2. ითხოვოს გაწევრიანება გვერდზე https://www.facebook.com/groups/mastavlebeltaporumi/ (შესაბამის ღილაკზე დაჭერით ”მოითხოვე ჯგუფში გაწევრიანება” ან „Ask to Join Group“);
  3. ნებართვის მიღების შემდეგ პედაგოგი ხდება ჯგუფის წევრი.

ამის შემდეგ მასწავლებელს ექნება საშუალება ჩაერთოს დისკუსიაში, დასვას შეკითხვები და გამოთქვას კომენტარები და მოსაზრებები.

პედაგოგებს გთხოვთ, შემოუერთდეთ დისკუსიას და უფრო აქტიურად ჩაერთოთ პროფესიული ცხოვრებაში.