CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

ადამიანური რესურსების მართვის სისტემის დანერგვის პრაქტიკა საჯარო სექტორში

2011 წლის 16 სექტემბერს CTC-ის ეგიდით გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: ”ადამიანური რესურსების მართვის სისტემის დანერგვის პრაქტიკა საჯარო სექტორში”. აღნიშნული შეხვედრა განხორციელდა საჯარო სამსახურის ბიუროსთან აქტიური თანამშრომლობით. შეხვედრის მიზნებად განისაზღვრა:

  • გამოცდილების გაზიარება ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მაგალითზე. აღნიშნული სისტემა დაინერგა CTC-ის მიერ USAID/FORECAST Georgia და DRC პროექტების ფარგლებში (2009-2011 წ.)
  • მსჯელობა და ინფორმაციის გაცვლა სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების კადრების სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად არსებული ადამიანური რესურსების მართვის სისტემებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა საჯარო დაწესებულების კადრების სამმართველოს ხელმძღვანელები. დევნილთა სამინისიტროს კადრების სამმართველოს ხელმძღვანელმა ქ-ნმა ნათია არბოლიშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია პერსონალის მართვის სისტემებთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც გაიმართა პრაქტიკაში არსებული სისტემების, გამოწვევების და ტენდენციების შესახებ აქტიური დისკუსია.