CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის (ACETT) ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამ ”დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება”, წარმატებით გაიარა აკრედიტაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. ტრენინგ პროგრამის მოცულობაა 2 კრედიტი (50 საათი).

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International-ი კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან პარტნიორობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლების პროგრამის ფარგლებში დაიწყო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ტრენინგები. დაგეგმილია 650 სამოქალაქო განათლების პედაგოგის გადამზადება.