ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

პროექტის მოკლე აღწერა:  პროექტის ,,ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარების სისტემის (CDS) მოდელის შექმნა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) საკითხებში“ მიზანია მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას, ჰქონდეს შესაძლებლობა უკეთესად დაგეგმოს და განახორციელოს ადგილობრივი ეკონომიკური ინიციატივები და ხელი შეუწყოს  ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროცესებს.

პროექტის ფარგლებში:

  • შეფასდება 23 სამიზნე მუნიციპალიტეტის თანამშრომლების არსებული შესაძლებლობები და განისაზღვრება პროფესიული განვითარების საჭიროებები, რომელიც აუცილებელია LED ინიციატივების წარმატებით განხორციელებისთვის;
  • შემუშავდება 10 პრაქტიკული ტრენინგის სრული პაკეტი შესაბამისი სასწავლო მასალებით (როგორც პერსონალური, ასევე ონლაინ);
  • გამოვლინდება თითოეული ტრენინგისთვის ტრენინგის მიმწოდებელი ორგანიზაციები და შესაბამისი ტრენერები;
  • შემუშავდება შესაძლებლობების განვითარების სისტემის მოდელი (CDS), რომელიც განსაზღვრავს ისეთ მეთოდებს, რომელთა მეშვეობით მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ მოცემული იურიდიული ჩარჩოს ფარგლებში შეიძინონ LED ტრენინგები საკუთარი თანამშრომლებისთვის;
  • შემოწმდება შესაძლებლობების განვითარების სისტემის (CDS) ეფექტიანობა მისი პრაქტიკაში სამოდელოდ განხორციელების გზით

საკონტაქტო ინფორმაცია