ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

პროექტის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე უკუკავშირის მექანიზმის დანერგვისა და ადმინისტრაციული საჩივრის მიღებისა და განხილვის პრაქტიკის გაუმჯობესება.

პროექტის ფარგლებში შემუშავებული იქნება მოქალაქეთა უკუკავშირისა და ადმინისტრაციული საჩივრის მექანიზმის განვითარების კონცეფცია. გარდა ამისა, პროექტი მუნიციპალიტეტებს შესთავაზებს  ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის  და მოქალაქეთა უკუკავშირის მართვის პროცედურულ სახელმძღვანელოებს.

პროექტი ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობით და ყველა შემუშავებული დოკუმენტი გაზიარებული და განხილული იქნება მათთან.

საკონტაქტო ინფორმაცია