ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

სკოლა-ლაბი კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის განათლების მიმართულების პროგრამაა. მისი მიზანია ქართული სკოლის განვითარების ხელშეწყობა ამ სფეროში არსებული ცოდნისა და გამოცდილების შესწავლით, სხვადასხვა მიდგომების, მეთოდების პილოტირებითა და აპრობაციით.

„სკოლების გაძლიერების ინიციატივა“ სკოლა-ლაბის ერთ-ერთი პროექტია, რომელიც 2022-24 წლებში განხორციელდება გერმანული ფონდის Bread for the World-ის (BfdW) ფინანსური თანადგომით.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სკოლების გაძლიერებას და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. იგი მიმართულია ორგანიზაციული ცვლილებებისა და განვითარების საკითხებში სკოლების შესაძლებლობების ზრდაზე და მათ გაძლიერებაზე, რომ გახდნენ სწავლაზე ორიენტირებული დაწესებულებები (learning organizations). სწავლაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას შესწევს უნარი გამოავლინოს გამოწვევები, ეძებოს ახალი გადაწყვეტები და მუდმივად და თანმიმდევრულად გააუმჯობესოს საკუთარი საქმიანობა. მისთვის ახალი იდეები კრიტიკულად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მას შეუძლია ქცევის ცვლილება და სიახლეების დანერგვა.

პროექტი მხარს უჭერს სკოლებს წარმატებით ჩაებან განათლების რეფორმისა და ცვლილებების პროცესებში. მაგალითად, უკეთესად შეძლონ ხარისხის მართვის პრინციპების ინტეგრირება, ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტების დანერგვა, პანდემიით გამოწვეული დანაკარგების იდენტიფიცირება და მის საპასუხოდ რემედიალური ინტერვენციების განხორციელება და სხვა.

საკონტაქტო ინფორმაცია