საქართველოს ზრუნვის პლატფორმასთან თანამშრომლობით 2016 წელს CTC – იმ მოამზადა კვლევა თვითმმართველობების მიერ ჯანდაცვისა და სოციალური სფეროში ჩართულობის შესახებ.

„კვლევის მიზანია შეისწავლოს ჯანმრთელობის დაცვისა და ზრუნვის  სფეროებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების პოლიტიკის, სერვისების მიწოდებისა და დაფინანსების მექანიზმების არსებული პრაქტიკა, წარმოაჩინოს შესაძლო ხარვეზები და მოცემული სერვისების განვითარების შემაფერხებელი გარემოებები, ადვოკატირება გაუწიოს სუბსიდიარობის პრინციპის განვითარებას და წარმოადგინოს პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობები და გზები.

სუბსიდიარობის მიხედვით, ძალაუფლება განხორციელებული უნდა იყოს მმართველობის იმ დონეზე, რომელიც ყველაზე უფრო ახლოს არის მოქალაქეებთან. წამგებიანია იმ კომპეტენციათა კონცენტრაცია ცენტრალურ ხელისუფლებაში, რომლებიც ადგილობრივ დონეზე უკეთ აღსრულდება“.

მასალის გადმოტვირთვა >>

 

You must be logged in to post a comment.