CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა - მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი

სიახლეები

მეორე საგრანტო კონკურსი დამწყები და არსებული ბიზნესებისათვის

„მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პროექტი 3“-ს ფარგლებში  2019  წლის იანვრის მეორე ნახევარში გამოცხადდა მეორე საგრანტო კონკურსი დამწყები და არსებული ბიზნსებისათვის. ინფორმაციის გავრცელებით მიზნით ყველა სამიზნე სოფელში ჩატარდა ინდივიდუალური და ჯგუფური სათემო შეხვედრები, გავრცელდა საინფორმაციო მასალები, ინფორმაცია განთავსდა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ვებგვერდზე www.ctc.org.ge. ყველა შეხვედრის დროს პროექტის წარმომადგენლები  განუმარტავდნენ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შევსების დეტალებს,  პასუხობდნენ მათ შეკითვებს.

მეტი

საგრანტო კონკურსი დამწყები და არსებული მეწარმეებისათვის

ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრი CTC აცხადებს მეორე საგრანტო კონკურსს დამწყები და არსებული მეწარმეებისათვის. კონკურსი ტარდება მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 3-ს ფარგლებში, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში.

მეტი

პროფესიული ტრენინგი დამწყები მეფუტკრეებისთვის

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მხარდაჭერილ მიკრო–მეწარმეთა პროფესიული უნარების ამაღლება სხვადასხვა ტრენინგის მეშვეობით. აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში ამა წლის 2–3 ივნისს ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. პატარა ჯიხაიშში ჩატარდა პროფესიული ტრენინგი დამწყები მეფუტკრეებისთვის. ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე თემურ ღოღობერიძე, ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 15 ადამიანმა.

მეტი

მხარდაჭერილი მიკრო-ბიზნესების საქმიანობის მიმოხილვა

გავიდა თითქმის ოთხი თვე მას შემდეგ, რაც პროექტის ბენეფიციართა უმეტესმა ნაწილმა მიიღო დაფინანსება და დაიწყო საქმიანობა. ზოგიერთი მათგანი იანვრიდანვე შეუდგა წარმოებას, ზოგიერთი უფრო მოგვიანებით. ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე ბენეფიციარის საქმიანობის მიმოხილვა.

მეტი

კონსულტაცია საგადასახადო დეკლარაციების შევსების თაობაზე

ამა წლის 21-23 მარტს პროექტის ბენეფიციარებისთვისქუთაისში გაიმართა კონსულტაციები საგადასახადო დეკლარაციების შევსების საკითხებზე.აღნიშნული თემა განსაკუთრებით აქტუალურია ყოველწლიური დეკლარაციების ჩაბარების ბოლო ვადის მოახლოებასთან დაკავშირებით.

მეტი

„მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პროექტი 2“–ს 2015 წლის შედეგების მიმოხილვა

2015 წლის აგვისტოს დასაწყისში გამოცხადდა დამწყებ მეწარმეთა საგრანტო კონკურსი, რომლის ფარგლებში განხორციელდა კარდაკარ ვიზიტები და ჩატარდა სათემო შეხვედრები დაინტერესებულ მოსახლეობასთან. სექტემბრის დასაწყისში სულ წარმოდგენილი იქნა 534 განაცხადი  60  მიზნობრივი სოფლიდან.

აღნიშნული განაცხადები განიხილა კომისიამ მოწვეული სოფლის მეურნეობის ექსპერტის მონაწილეობით და შედეგად ბიზნესის დაგეგმარების ტრენინგში მონაწილეობისთვის შერჩეული იქნა 167 ადამიანი.

მეტი