ჩვენ გვჯერა, რომ სტაბილურ წარმატებას განაპირობებენ ადამიანები. ორგანიზაციის მთავარი აქტივი მისი პერსონალია, რომელთა შრომაც პირდაპირ აისახება ორგანიზაციის სამუშაო შედეგებზე და  ორგანიზაციის კულტურის ჩამოყალიბებაში. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ დავიცვათ ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება.

ჩვენი ორგანიზაციის  თანამშრომლების შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის წესების გაცნობიერებით  ორგანიზაცია კისრულობს შემდეგ ვალდებულებებს:

  • დაიცვას მოქმედი შრომის კანონმდებლობა და მისი მოთხოვნები, მათ შორის შრომის უსაფრთხოების სამართლებრივი ნორმები;
  • გაატაროს დაშავებისა და ჯანმრთელობის ზიანის პრევენციული ზომები, რათა უზრუნველყოფილი  იქნას თანამშრომლების შრომის უსაფრთხოება და ზიანი არ მადგეს მათ ჯანმრთელობას;
  • უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებების გაცნობა/ინფორმირება თითოეული  დასაქმებულებისთვის;
  • ყველა დასაქმებულისთვის მაღალი სტანდარტის სწავლება-ინსტრუქტაჟის უზრუნველყოფა მათ სამსახურეობრივ მოვალეობებთან და ნებისმიერ ინციდენტთან დაკავშირებით;
  • დასაქმებულები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი სათანადო ხელმძღვანელობით, ინსტრუქტაჟით, წვრთნით, სწავლებით და აღჭურვილობით, რათა ამ უკანასკნელებმა შეძლონ ისარგებლონ უსაფრთხო სამუშაო მეთოდებით და იმუშაონ კომპეტენტურად;
  • შრომის პირობების დროული შეფასება/მონიტორინგი, სანიტარული წესების დაცვის კონტროლი;

ორგანიზაცია  მისი შესაძლებლობების ფარგლებში იზრუნებს შექმნას უსაფრთხო სამუშაო ადგილები და სისტემები, უზრუნველყოს უსაფრთხო ტექნიკური აღჭურვილობა, მასალებისა და ნივთიერებების უსაფრთხო მოპყრობა/შენახვა, ადეკვატური უსაფრთხოების უზრუნველმყოფი აღჭურვილობისა და შესაბამისი ინფორმაციის, წვრთნისა და ზედამხედველობის გაწევის პარალელურად.

ჩვენი ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკა მუდმივი მონიტორინგისა და პერიოდული განხილვის საგანია, რათა შესრულებული იქნას  ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნები და ამოცანები.

ორგანიზაცია კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს  წინამდებარე პოლიტიკა , პატივი სცეს  ზემოთაღნიშნულ ორგანიზაციის ფასეულობებს და ამისკენ მოუწედებს  ორგანიზაციაში ყველა დასაქმებულ პირს.

 

აღმასრულებელი დირექტორი

ირინე ხანთაძე