

ადგილობრივი დიალოგის თემა იყო თანამონაწილეობითი რეგიონული დაგეგმვა. შეხვედრის პირველ ნახევარში მონაწილეებმა მოისმინეს გამოყენებითი კვლევის პრეზენტაცია “შავიზღვისპირა ფუნქციური რეგიონი”. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა კითხვა-პასუხის მოკლე სესია, რის შემდეგაც დაიწყო დისკუსია საკითხებზე – თუ რა არის ფუნქციური რეგიონი, როგორ შეიძლება შავიზღვისპირა ფუნქციური რეგიონის გამოყოფა და რომელი ქალაქები ქალაქები წარმოადგენს შავიზღვისპირა ფუნქციური რეგიონის მიზიდულობის მთავარ ცენტრებს და ა.შ.