ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

This post is also available in: English

მეორე საგრანტო კონკურსი დამწყები და არსებული ბიზნესებისათვის

„მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პროექტი 3“-ს ფარგლებში 2019 წლის იანვრის მეორე ნახევარში გამოცხადდა მეორე საგრანტო კონკურსი დამწყები და არსებული ბიზნსებისათვის. ინფორმაციის გავრცელებით მიზნით ყველა სამიზნე სოფელში ჩატარდა ინდივიდუალური და ჯგუფური სათემო შეხვედრები, გავრცელდა საინფორმაციო მასალები, ინფორმაცია განთავსდა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ვებგვერდზე www.ctc.org.ge. ყველა შეხვედრის დროს პროექტის წარმომადგენლები განუმარტავდნენ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შევსების დეტალებს, პასუხობდნენ მათ შეკითვებს.

განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელი იყო 2019 წლის 7 მარტამდე.

280 დაინტერესებულმა პირმა შემოიტანა განაცხადი, საიდანაც 240 განაცხადი წარმოადგენდა ახალი ბიზნესის დაწყების პროექტს, ხოლო 40 ეხებოდა არსებული ბიზნესების გაფართოვებას. განაცხადები განხილული იქნა შესარჩევი კომისიის მიერ. კომისიამ განსაზღრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია 83 კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი განაცხადი. აღნიშნული 83 კონკურსანტი გადავიდა შემდეგ ეტაპზე, რაც გულისხმობს ბიზნეს-გეგმის შემუშავების პროცესს.

აპრილის პირველ რიცხვებში დაიწყო ბიზნესის დაგეგმარების ტრენინგები, რომლებსაც დაესწრება შერჩეული კონკურსანტები. მათ ჩაუტარდებათ სამი 2-დღიანი ტრენინგი, რის შედეგადაც ისინი შეძლებენ ბიზნეს-გეგმის დამოუკიდებლად შედგენას, გაანალიზებენ საწარმოო პროცესს და საჭირო რესურსებს, მომხმარებლებს, კონკურენტებს და რისკებს, ასევე შეადგენენ ფინანსურ პროგნოზებს.

საკონტაქტო ინფორმაცია