ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

ასმათი ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრი და მუნიციპალიტეტის თანამშრომელია. 2017 წლიდან მოყოლებული ის აქტიურადაა ჩართული LAG-ისა და მუნიციპალური სტრატეგიების შემუშავებაში, აქტიურად ურთიერთობს ხულოს მოსახლეობასთან და თანამშრომლობს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან.

სამოქალაქო ლიდერობის პროგრამაში მონაწილეობა ასმათმა საკუთარი ცოდნისა და უნარების გასავითარებლად  გადაწყვიტა – ის ამბობს, რომ ადრე საპროექტო განაცხადების შემუშავებას რთულად უდგებოდა და ეძნელებოდა კიდეც. ეს დამოკიდებულება სამოქალაქო ლიდერობის პროგრამაში მიღებულმა ცოდნამ შეუცვალა:  „ცენტრისგან მოშორებით ვართ და ინფორმაციაზე ნაკლები წვდომა გვაქვს. ჩემთვის სამოქალაქო ლიდერობის პროგრამა იყო ის შანსი, რომ უკეთ გავრკვეულიყავი საგრანტო მიმართულებებში, როგორც LAG-ის საგრანტო კომიტეტის წევრს შემეჯერებინა მიღებული ცოდნა და რესურსი. ამ ცოდნას აქ ვიყენებ აქტიურად. გრანტიც მოვიპოვეთ აშშ საელჩოსგან –  ეს პირველი დამოუკიდებელი გრანტია პირველივე მცდელობაზე.“

ასმათის თქმით პრაქტიკული უნარების და ცოდნის გარდა, რაც სამოქალაქო ლიდერობის პროგრამაში მონაწილეობამ შესძინა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ის ურთიერთობები აღმოჩნდა, რაც სხვა მონაწილეებთან დაამყარა „ამ პროგრამამ ისეთი 18 ადამიანი გამაცნო ვისთანაც დღესაც მჭიდრო ურთიერთობა მაქვს. მაგალითად, თუ რაღაც საქმე მაქვს ზუგდიდში ვიცი ვის მივმართო.“

ასმათს თავის წვლილის შეტანა სურს რეგიონის განვითარებაში და აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას „მსიამოვნებს რასაც ვაკეთებ, მიხარია, რომ ჩემი პატარა წვლილიცაა იმ სიახლეებში რაც ხდება. მსიამოვნებს კმაყოფილი მოქალაქეების სახეებს რომ ვხედავ და ხულოს განვითარებაში რაღაცის გაკეთება შემიძლია.“ ამბობს ის.

 

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია