ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

საუნივერსიტეტო კურსი „სამოქალაქო საზოგადოების როლი“ შემუშავდა ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობით.

საუნივერსიტეტო კურსის მიზანია ახალ თაობას საშუალება მისცეს სწავლების საბაკალავრო საფეხურზე მიიღოს სანდო და აკადემიური ცოდნა სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების შესახებ. კურსის ფარგლებში ითარგმნა და გამოიცა ოქსფორდის სამოქალაქო საზოგადოების სახელმძღვანელო, შეიქმნა დამატებითი საკითხავი ლიტერატურა და იგეგმება დამატებითი ღონისძიებები კურსში ჩართული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის.

2019-2020 წლებში კურსი დაინერგა ბათუმის, გორის, ზუგდიდის, თელავის და ქუთაისის 5 უმაღლეს სასწავლებელსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტები-საკონტაქტო პირები

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

ლექტორი – იოსებ გაბარაევი
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, მოწვეული სპეციალისტი, დოქტორანტიგორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი >>

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

ლექტორი – ლაშა ნარსიაშოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. ეკონომიკის დოქტორი. საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი. ასოცირებული პროფესორი.შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი >>

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლექტორი – ლევან ჯაყელი
სსიპ – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, სამართლის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის აკადემიური დოქტორი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი >>

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლექტორი – ალექსანდრე მოსიაშვილი
ისტორიის დოქტორი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე (სასწავლო დარგში) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დეპარლამენტის წევრი.იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი >>

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლექტორი – ნანა შონია
ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის პროფესორი;აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. ლექტორი – ქეთევან კუხიანიძე
სამართლის დოქტორი. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ქუთაისის უნივერსიტეტის _ პროფესორი.
იურისტთა უმაღლესი სკოლის მოწვეული ტრენერი_ სამოქალაქო განათლების ტრენერი.
ადვოკატთა ასოციაციის წევრი_სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია ადვოკატიაკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი >>

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლექტორი – დავით აფრასიძე
პროფესორი, პოლიტიკის მიმართულებით >> ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი >>

საკონტაქტო ინფორმაცია