ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

This post is also available in: English

მხარდაჭერილი მიკრო-ბიზნესების საქმიანობის მიმოხილვა

გავიდა თითქმის ოთხი თვე მას შემდეგ, რაც პროექტის ბენეფიციართა უმეტესმა ნაწილმა მიიღო დაფინანსება და

დაიწყო საქმიანობა. ზოგიერთი მათგანი იანვრიდანვე შეუდგა წარმოებას, ზოგიერთი უფრო მოგვიანებით. ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე ბენეფიციარის საქმიანობის მიმოხილვა.

ლელა კეჭაყმაძეს, ახალგაზრდა სანდომიან ქალბატონს სოფელ სუფსიდან, ყოველთვის სურდა საკუთარი ბიზნესის დაწყება, რადგან ოთხსულიანი ოჯახისთვის ძალიან ძნელია მარტო მუსიკის მასწავლებლის ხელფასზე არსებობა. მას ყოველთვის უყვარდა ნამცხვრების ცხობა და ბავშვები ხშირად თხოვდნენ რამე გემრიელის გამოცხობას. ლელა სიამოვნებით ასრულებდა მათ თხოვნებს და აცხობდა ტორტებს, კექსებს, ფუნთუშებს და ა.შ. მეზობლებიც ხშირად მიმართავდნენ თხოვნით გამოეცხო საგანგებო ტორტი წვეულებისთვის, დაბადების დღეებისთვის და სხვა. მაგრამ ის არასოდეს არ უყურებდა თავის გატაცებას, როგორც შემოსავლის სავარაუდო წყაროს.

როდესაც მან გაიმარჯვა საგრანტო კონკურსში და მიიღო საკონდიტრო მოწყობილობა და იარაღები, ის ძალიან ბედნიერი იყო, ვინაიდან მას მიეცა შესანიშნავი შანსი შეეთავსებინა გატაცება და ბიზნესი. ახლა მისი პროდუქცია მოიცავს ტორტებს, კრემიან და მშრალ ნამცხვრებს, ღვეზელებს და სხვას. თავდაპირველად ის ამარაგებდა თავისი

 

პროდუქციის ორ ადგილობრივ მაღაზიას, მარტიდან მათ მესამე მინი-მარკეტი დაემატა. ლელას ნამცხვრები დიდი მოთხოვნით სარგებლობს, მომხმარებლებს უყვარს მისი ტკბილეული, მათ აწყობს ხარისხი და ფასი.

მისი ფაქტიური შემოსავალი აღემატება დაგეგმილს, რაც იშვიათია. მეუღლე აქტიურად ეხმარება ლელას ყიდვა-გაყიდვის საკითხებში, ეხმარება აღრიცხვის წარმოებაში. ლელა მთლიანად გადართულია წარმოებაზე. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს არის საოჯახო ბიზნესის კარგი მაგალითი. ლელა გეგმავს ასორტიმენტის გაფართოვებას, ის ხშირად ეძებს ინტერნეტში სასწავლო ვიდეოებს ტორტების მორთვის შესახებ, ახალ რეცეპტებს და ცდილობს იყოს საკონდიტრო საქმის სიახლეების კურსში.

ავთანდილ შენგელია, ვანის რაიონის სოფელ მთისძირის მკვიდრი, ყოველთვის გამოირჩეოდა ენერგიულობით და შრომისმოყვარეობით, ცდილობდა მაქსიმალურად კარგად გაეკეთებინა ნებისმიერი საქმე, რომელსაც მოკიდებდა ხელს. ბატონი ავთო საკმაოდ დიდ ხანს ეწეოდა ჩითილების გამოყვანას და ბოსტნეულის რეალიზაციას, მაგრამ ძირითადად შინაური მომხმარებისთვის. საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემდეგ მან ააგო 120 მ2 ფართის მცირე სათბური, რომელიც ერთგვარ ადგილობრივ ღირშესანიშნაობად იქცა. მთისძირელები მას „ჩვენს პარლამენტს“ ეძა

 

ხიან და არცთუ დაუმსახურებლად. მეტალის კონსტრუქცია აგებულია თანამედროვე სტანდარტების მიხედვით და გააზრებულია ბოლო დეტალამდე. პოლიეთილენის ფირი დამაგრებულია ლურსმნების გარეშე, რაც შესაძლებელს ხდის მის უფრო ხანგრძლივ გამოყენებას. კონსტრუქციის აგებისას ბატონმა ავთომ მხედველობაში მიიღო ქარის მიმართულება, ასევე გააკეთა ნიადაგის ანალიზი, მოაწყო წვეთოვანი მორწყვის სისტემა, მოკლედ, საქმეს მიუდგა მაქსიმალური საფუძვლიანობით. აპრილში დაგეგმილი

 

აქვს პომიდვრის და ბულგარული წიწაკის პირველი ჩითილების გაყიდვა. სათბური დატვირთული იქნება წლის უმეტესი პერიოდი, ზამთრის თვეებში მოხდება მწვანილის რეალიზაცია, პერსპექტივაში სათბურის გაფართოვებას აპირებს. ბატონი ავთოს ვარაუდით, მისი წლიური მოგება დაახლოებით 7000 ლარს შეადგენს,

 

რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

გრიგოლი დვალი ადრე მუშაობდა ზესტაფონში, ავეჯის საამქროში, სადაც მას დიდად აფასებდნენ,  როგორც კარგ და საიმედო ხელოსანს. მაგრამ გრიგოლს ყოველთვის უნდოდა დაბრუნება თავის სოფელში, ცხენთაროში, მშობლებთან და ოჯ

 

ახთან – ქალაქში მას მხოლოდ სამსახური აკავებდა. დაბრუნების შემდეგ მან დაიწყო შეღავათიან ფასებში კარადების, მაგიდების და სხვა ავეჯის დამზადება. „ოქროს ხელები აქვსო“ – იძახოდნენ კმაყოფილი მეზობლები. მაგრამ გრიგოლს სჭირდებოდა ინსტრუმენტები, რომლებიც საშუალებას მისცემდა უფრო დახვეწილი ლამინატის ავეჯი დაემზადებინა. საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემდეგ მან შეიძინა დიდი ხნის ნანატრი სადურგლო ხელსაწყოები.

ახლა გრიგოლი აწარმოებს ელეგანტურ საძილე და სამზარეულო გარნიტურებს, კომპიუტერის მაგიდებს, კარადებს და მრავალ სხვას. ის ამზადებს ავეჯს კლიენტების მიერ შერჩეული დიზაინის მიხედვით და, რაც მთავარია, უფრო იაფად, ვიდრე ზესტაფონის მაღაზიებში იყიდება. მომხმარებლებიც საკმაოდ ბლომად ჰყავს, რადგან კმაყოფილი კლიენტები, როგორც წესი, კვლავ ბრუნდებიან და თავის ახლობლებთანაც უწევენ რეკომენდაციას.

აღსანიშნავია ის, რომ გრიგოლს აქტიურად ეხმარება მისი მეუღლე, შორენა. გრიგოლს ძალიან უნდა, რომ საქმე გადასცეს თავის პატარა შვილს და აპირებს თანდათანობით შეასწავლოს ხელობა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია