ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

ლია ფუტკარაძე

საორსა – უნარები და გატაცება უკეთესი მომავლისთვის

„აჭარაში არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს  და რეგიონს დიდი პოტენციალი აქვს. სწორედ აქ მინდა ვიცხოვრო და ვიმუშაო და არა თბილისში“, ამბობს ლია ფუტკარაძე, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის „საორსას“ ხელმძღვანელი და სამოქალაქო ლიდერობის პროგრამის 2018 წლის მონაწილე. ლიამ „საორსა“ 2018 წელს დააფუძნა სამოქალაქო აზროვნების განვითარებისა და კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადების მიზნით: „ჩემი გამოცდილება მენეჯმენტთან არის დაკავშირებული, თუმცა უწყვეტი სწავლა და განათლება ჩემი გატაცებაა და სწორედ ამ საქმიანობით მინდა დავკავდე სერიოზულად“.

ქვეყანაში, სადაც შემოსავლი და დასაქმების დონე ძალზე დაბალია, განსაკუთრებით დედაქალაქის გარეთ, ლიას ორგანიზაცია აჭარაში ცდილობს წვლილი შეიტანოს ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში.

„ჩემი ორგანიზაცია მხოლოდ ერთი წლისაა და უკვე სამი საგანმანათლებლო პროექტი გვაქვს განხორციელებული ქალების, ახალზრდებისა და სტუდნტებისთვის, რომლებსაც ვეხმარებით პროფესიულ ორიენტაციაში, ვაწვდით კარიერულ მოსახურებას და ხელს ვუწყობთ დასაქმებისა და თვითდასაქმების უნარების გაუმჯობესებაში,“ ამბობს ლია.

„საორსას“ საგანმანათლებლო პროექტის ყოფილი მონაწილე, 17 წლის მოსწავლე ლიზა ანთაძე, რომელიც ამჟამად აჭარის ტელევიზიის მოხალისეა, ამბობს, რომ ლიას პროექტი დაეხმარა მიმხვდარიყო რისი გაკეთება სურდა ცხოვრებაში: „მე სოფლიდან ვარ, სადაც ახალგაზრდები ხშირად იღებენ პროფესიასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით, თუ რა სურთ მათ მშობლებს. „საორსაში“ გავაცნობიერე რამდენად არასწორია გადაწყვეტილების ამგვარად მიღება – პროფესიის არჩევა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, საქმე ეხება ჩვენ კარიერას და შესაბამისად, ეს ჩვენი და არა ჩვენი დედების, მამების ან მეზობლების გადაწყვეტილება უნდა იყოს. ნეტავ უფრო მეტ ახალგაზრდას, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებთ, ჰქონდეთ ისეთი შესაძლებლობა, როგორიც მე „საორსამ“ მომცა და შეძლონ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება საკუთარ კარიერასთან და მომავალთან დაკავშირებით.“

მთავრობა ნაკლებად ზრუნავს ამგვარი სერვისების მიწოდებისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. შესაბამისად, საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდებისთვის შეზღუდულია უწყვეტი სწავლისა და განათლების შესაძლებლობები და ის ინფორმაცია და უნარები, რომლებიც დაეხმარება მათ იყვნენ კონკურენტულები შრომის ბაზარზე. ლიას აზრით ეს სწორედ ის მიმართულებებია, სადაც საქართველოს მესამე სექტორს შეუძლია უფრო აქტიური იყოს, აიღოს სადავეები და ხელი შეუწყოს სამუშაო ძალის განვითარებას, თანასწორი სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და მოქალაქეების გაძლიერებას. „სოცოცხლისუნარიან სამოქალაქო საზოგადოებას და მოქალაქეთა ჩართულობას ინფორმირებული და უნარიანი ახალგაზრდები ესაჭიროება“. სწორედ ამის გამო შეუერთდა ლია სამოქალაქო ლიდერობის პროგრამას. მას სურდა გამხდარიყო წარმატებული განმანათლებელი, ადგილობრივი ლიდერი, რომელიც სხვების დახმარებასაც შეძლებდა. „დაუყოვნებლივ შევუდექი ახალი ცოდნის გამოყენებას სტუდნეტებისთვის შექმნილ სატრენინგო პროგრამაში, შევცვალე ჩემი მიდგომა პროექტის ბიუჯეტის შედგენისა და კამპანიების დაერგვა-განხორციელების მიმართ. ამ პროგრამაში მონაწილეობამ დამარწმუნა, რომ საჭიროა სამოქალაქო ლიდერობის კიდევ უფრო წახალისება. მე მინდა ბედნიერად ვიცხოვრო ამ ქვეყანაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საჭიროა ძალების გაერთიანება თანამოაზრეებსა და იმ ადამიანებთან, რომლებსაც მსგავსი ღირებულებები აქვთ. ეს ასევე ნიშნავს, რომ უნდა გავაძლიეროთ ახალგაზრდობა, რათა მათ შეძლონ ფეხზე დადგომა და რეალური ცვლილებების განხორციელება ძალადობრივი პროტესტებით კი არა, არამედ თანამშრომლობითა და ურთიერთგაძლიერებით“.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია