ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

საგრანტო კონკურსიი „რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციები მუნიციპალური გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მხარდასაჭერად“

CTC-ს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში „რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციები მუნიციპალური გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მხარდასაჭერად“ შეირჩა 9 ორგანიზაცია, რომელებიც ქვეყნის 9 რეგიონში – 26 მუნიციპალიტეტში იმუშავებენ ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის საკითხებზე.
შერჩეული ორგანიზაციები არიან:
სამოქალაქო მოძრაობა “სამეგრელოს ხმა”
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, იმერეთის წარმომადგენლობა
სამოქალაქო ინიციატივა “ცოდნის კაფე”
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაცია
ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
გურიის სამოქალაქო ცენტრი
ქვემო ქართლის მედია
კრეატიული განვითარების ცენტრი “კომლი”
ყაზბეგის განვითრების ფონდი

კონკურსის მიზანი იყო ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს სამიზნე მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას ადგილობრივი თვითმმართველობის სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის მიერ პროექტის  ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ (STAR Initiative) ფარგლებში.

საკონტაქტო ინფორმაცია