ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

This post is also available in: English

სტრატეგიული მიმართულებები

მიმართულება 1

სამოქალაქო საზოგადოება

სამოქალაქო საზოგადოების აქტორების საქმიანობის მხარდაჭერა და გაძლიერება CTC-ის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ამ მიმართულებით ჩვენი მიზნობრივი ჯგუფები არიან: საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სათემო ორგანიზაციები

მიზნობრივი ჯგუფები

საზოგადოებრივი ორგანიზაციები – სწორედ ისინი ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე. ხელს უწყობენ გარემოსდაცვით, კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებში საზოგადოების ჩართულობის გაზრდას, სამართლიანობისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფისათვის სოციალური მომსახურების მოდელების შექმნას და მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

სათემო ორგანიზაციები – მიუხედავად იმისა, რომ სათემო ორგანიზაციები ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით იგივე საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან, ჩვენ ამ მიზნობრივ ჯგუფს ცალკე გამოვყოფთ, მუნიციპალურ, სათემო და სასოფლო დონეზე განვითარების პროცესებში მათი განსაკუთრებული როლის გამო. ვფიქრობთ რომ, ადგილობრივი დემოკრატია უფრო ადვილად განხორციელებადია ძლიერი ადგილობრივი, სათემო ორგანიზაციების არსებობის პირობებში.

ასოციაციები თუ კოალიციები – ქსელური მუშაობის, თანამშრომლობის, საქმის ერთად კეთების და საერთო საქმის მნიშვნელობის გააზრება, გაერთიანება მნიშვნელოვანია საზოგადოების და შესაბამისად ქვეყნის განვითარებისათვის. კოალიციური მუშაობის ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რადგან ქსელური მუშაობით იზრდება ამა თუ იმ საკითხის მოგვარების ალბათობა. მაგალითად, ცენტრის მხარდაჭერით უკვე დაფუძნდა საქართველოს ზრუნვის პლატფორმა და ასევე ცენტრი არის კოალიციის „განათლება ყველასათვის“ სულისჩამდგმელი და  ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამ ქსელების სამომავლო განვითარება ცენტრის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება.

აქტიური მოქალაქეები/სამოქალაქო აქტივისტები – სწორედ ერთი ადამიანის კერძო ინიციატივით იწყება ხშირად დიდი და სასიკეთო საზოგადოებრივი ცვლილებები;

არაფორმალური ინტერესეთა ჯგუფები – საერთო იდეის გარშემო გაერთიანებული მოქალაქეთა ჯგუფი, რომელიც ამა თუ იმ სფეროში გაუმჯობესებისათვის, განვითარებისათვის იბრძვის.

საქმიანობის ფორმები და სერვისები

1. საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღია რესურსების ბაზის წარმოება;

 

2. სამოქალაქო აქტივისტებისათვის თემის მობილიზაციისა და ინტერესების დაცვის კამპანიების ორგანიზების სწავლება

 
 

3. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის მართვის, პროექტების დაგეგმვის, ლიდერობისა და ფონდების მოძიების შესახებ სასწავლო პროგრამების შეთავაზება;

4. საგრანტო ფონდების მოზიდვა და გაცემა თემატურ პროექტებზე თუ ორგანიზაციული განვითარების მიზნებისათვის;

5. თემატური გამოცემების მომზადება და კვლევების წარმოება ცოდნის შექმნის მიზნით. პრიორიტეტული თემები: საზოგადოებრივი ორგანიზციების დაფინანსების პრაქტიკები და ფონდების მოძიების მოდელები; მეწარმეობა და ინოვაციები სოციალურ და საზოგადოებრივ სფეროში; ანგარიშვალდებული სტრუქტურები

მიმართულება 2

კარგი მმართველობა
და ძლიერი თვითმმართველობა

საზოგადოებრივი პროცესების წარმატებული განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება საჯარო ადმინისტრირების სფეროში კარგი მმართველობის პრაქტიკის დანერგვას. წლების განმავლობაში CTC მუშაობს საჯარო სექტორთან და სთავაზობს ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების სხვადასხვა სერვისებს, ასევე ახორციელებს საკუთარ პროექტებს და ჩართულია ამ სფეროში მიმდინარე მსხვილ პროგრამებში.

ამ პროგრამის მიზნობრივი ჯგუფები არიან საჯარო მოხელეები და დაწესებულებები. CTC -ის შემუშავებული აქვს დაგეგმვასთან, მართვასთან და პოლიტიკის ფორმირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სასწავლო მოდული.

მიზნობრივი ჯგუფები​

ამ პროგრამის მიზნობრივი ჯგუფები არიან საჯარო მოხელეები და დაწესებულებები. CTC -ის შემუშავებული აქვს დაგეგმვასთან, მართვასთან და პოლიტიკის ფორმირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სასწავლო მოდული.

ცენტრი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას, რადგანაც მიაჩნია, რომ სწორედ ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა განსაზღვრავს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და მოქალაქეთა კეთილდღეობას. გარდა სპეციალური სასწავლო მოდულებისა, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით, ცენტრი პარტნიორებთან ერთად ჩართულია და ახორციელებს კვლევებს, ჩართულია ადგილობრივი თვითმმართველობის და დეცენტრალიზაციის რეფორმების ადვოკატირების, ასევე რეგიონალური განვითარების პოლიტიკისა და რეგიონების თანაბარი განვითარების პოლიტიკის საკითხებში. შეიმუშავებს და დანერგავს მუნიციპალური განვითარების სხვადასხვა ინსტრუმენტს და სასწავლო კომპონენტს.

საქმიანობის ფორმები და სერვისები

1. საჯარო მოხელეებისათვის პროფესიული განვითარების პროგრამები პიროვნულ და პროფესიულ კომპეტენციებზე და მენეჯერულ უნარებზე. პრიორიტეტული თემებია: პოლიტიკის ანალიზი და ფორმირება, საბიუჯეტო პროგრამის შედგენა, პროექტული მართვა, ლიდერობის უნარები, ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარები

 

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის წარმოება IDFI-ისთან და ღია საზოგადოების ფონდთან თანამშრომლობით (lsgindex.org). ინდექსის საშუალებით ხდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ანგარიშვადებულებისა და გამჭირვალობის შეფასება. აღნიშნული ინსტრუმენტი ეხმარება მუნიციპალიტეტებს თვითშეფასებასა და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საქმიანობის განსაზღვრაში.

3. მუნიციპალიტეტების მომსახურების ხარისხის თვითშეფასებისა თუ შეფასების ინსტრუმენტების დანერგვა

4. რეგიონალური განვითარების საკითხებზე კვლევების ჩატარება და შესაბამისი პოლიტიკის წარმოების ხელშეწყობა

მიმართულება 3

თემის განვითარება
და მეწარმეობა

ქვეყანაში დღემდე მთავარ პრობლემად რჩება სიღარიბე და უმუშევრობა. არსებობს ჯგუფები, რომლებსაც განსაკუთრებით უჭირთ გაუმკლავდნენ ამ პრობლემებს და სწორედ ამ ჯგუფების მხარდაჭერაა ცენტრის ამოცანა, რათა მათ უკეთ შეძლონ თავიანთი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

მიზნობრივი ჯგუფები​​

პროგრამის მთავარი მიზნობრივო ჯგუფი სასოფლო თემია ანუ განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში მცოხვრებ იმ ადამიანთა ერთობა, რომელიც საერთო სოციალულ-ეკონომიკურ და კულტურულ პირობებში იმყოფება და აქვთ მსგავსი ინტერესები, პრობლემები და საჭიროებები. უფრო კონკრეტულად კი, პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ მაგ. აგრობიზნესით დაკავებული მცირე ზომის ფერმერული მეურნეობები,  ტურისტულ ზონაში მცხოვრები მცირე მეწარმეები (საოჯახო სასტუმროს მფლობელები, სახალხო რეწვის ოსტატები, ტურისტული ჯგუფების გიდები და სხვა), სოფლად მცხოვრები და მეურნეობაში ჩართული ქალები  და სხვა.

საქმიანობის ფორმები და სერვისები​

1. საკვანძო კომპტენციების სწავლება – კერძოდ, არაფორმალური სწავლების და კონსულტაციების გზით იმ შესაძლებლობების და უნარების გაძლიერება, რომელთა გარეშეც ადამიანების ჩართვა სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში თითქმის შეუძლებელია. სასწავლო-საკონსულტაციო მოდულები გულისხმობს ინდივიდუალურ დონეზე საკვანძო კომპეტენციების, სამეწარმეო აზროვნებისა და უნარების გაუმჯობესებას. აღნიშნული უნარები კი თავის მხრივ მიმართულია თემის წევრების გააქტიურებაზე, დასაქმებისა თუ თვითდასაქმებისათვის მნიშვნელოვანი უნარების სწავლებაზე და მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების მხარდაჭრაზე.

2. თემის მობილიზება და ჩართულობა – პროგრამა სხადასხვა პროექტის ფარგლებში მხარს უჭერს თემის სოციალური შეჭიდულობის განვითარებას, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას და სათემო დონეზე ცხოვრების წახალისებას იგივე არაფორმალური განათლების თუ მცირე საგრანტო პროგრამების მეშვეობით.

3.მცირე სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და სასტარტო დაფინანსება – უკანასკნელმა კვლევებმა ცხადყო, რომ მიკრო საწარმოები ეფექტური აღმოჩნდა სამი ძირითადი თვალსაზრისით: შინამეურნეობის შემოსავლის ზრდა, საზოგადოებაში ინტეგრირება-დასაქმება და თვითშეფასების გაუმჯობესება. მცირე ბიზნესის განვითარებაში ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრი 2005 წლიდანაა ჩართული. გარდა, მცირე ბიზნების ადმინისტრირების შესახებ ტრენინგებისა, ცენტრი ცდილობს გაზარდოს მცირე ბიზნესისათვის კაპიტალის ხელმისაწვდომობა საგრანტო კონკურსების მეშვეობით. ამისათვის ორგანიზაცია სხვადასხვა დონორთან და პარტნიორთან თანამშრომლობს.

მიმართულება 4

ინიციატივები განათლებაში

 

CTC  2010 წლიდან არის ჩართულია განათლების სექტორში. მდგრადი განვითარება შეუძლებელია ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების გარეშე. უკეთესი განათლების პროგრამა, გულისხმობს ერთი მხრივ სასწავლო დაწესებულებების გაძლიერებას და ასევე განათლების სფეროში ჩართული ადამიანების უწყვეტი პროფესიული სწავლებისა და გადამზადების მხარდაჭერას.

მიზნობრივი ჯგუფები​​

პროგრამის მთავარი მიზნობრივო ჯგუფი სასოფლო თემია ანუ განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში მცოხვრებ იმ ადამიანთა ერთობა, რომელიც საერთო სოციალულ-ეკონომიკურ და კულტურულ პირობებში იმყოფება და აქვთ მსგავსი ინტერესები, პრობლემები და საჭიროებები. უფრო კონკრეტულად კი, პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ მაგ. აგრობიზნესით დაკავებული მცირე ზომის ფერმერული მეურნეობები,  ტურისტულ ზონაში მცხოვრები მცირე მეწარმეები (საოჯახო სასტუმროს მფლობელები, სახალხო რეწვის ოსტატები, ტურისტული ჯგუფების გიდები და სხვა), სოფლად მცხოვრები და მეურნეობაში ჩართული ქალები  და სხვა.

 

განათლების მიმართულებით CTC – ის მიზნობრივი ჯგუფებია:

  • მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციები,
  • განათლების სფეროში მოქმედი სოციალური საწარმოები
  • პროფესიული განათლებისა მიმწოდებელი ცენტრები/კოლეჯები
  • სკოლა და სკოლის ლიდერები

 

საქმიანობის ფორმები და სერვისები

1. „სკოლა-ლაბის“ პროგრამა, რომლის მიზანიც სკოლაში ცვლილებათა დანერგვისა და მართვის შესახებ ცოდნისა და გამოცდილების დაგროვება და გავრცელებაა

2. განათლების სფეროში ინოვაციური ინიციატივებისა და სოციალური მეწარმეობის იდეების ტექნიკური (სწავლება, კონსულტირება) მხარდაჭერა

3.შრომის ბაზარზე ორიენტირებული მოკლევადიანი პროფესიული სწავლების კურსების მიწოდების ხელშეწყობა

საკონტაქტო ინფორმაცია