ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

This post is also available in: Georgian

5-10 სექტემბერს ჩატარდა პირისპირ სამუშაო შეხვედრა – „თემის მობილიზება ცვლილებებისთვის – სოციალური ტრანსფორმაციის ტრენინგი“ სათემო აქტივიზმის ტრენინგის (CAT) პროგრამის მონაწილეებისთვის.

პროგრამის პირველ ეტაპზე კურსით დაინტერესებული პირები ერთი თვის განმავლობაში გადიოდნენ ონლაინ თვითმართულ კურსს „რეფლექსია არაძალადობრივ ცვლილებებზე“.

პროგრამის საგრანტო კონკურსის ფარგლებში კურსის მონაწილეებმა წარმოადგინეს ინიციატივები სამოქალაქო კამპანიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებისა და მათი ეფექტიანობის ხელშესაწყობად.

სათემო აქტივიზმის ტრენინგი (CAT) ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ (STAR Initiative) ფარგლებში.

🔗ვრცლად სათემო აქტივიზმის პროგრამის შესახებ იხილეთ: www.catprogramme.org

საკონტაქტო ინფორმაცია