ტურიზმს, როგორც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ დარგს, უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება. ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ეფექტურად გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში აღნიშნული ინდუსტრია წარმატებით ვითარდება, შესაძლებელია ტურისტული პროდუქტის განვითარებისათვის არსებული პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ ათვისება და რეგიონებში არსებული უნიკალური ადგილობრივი რესურსების მეტად იდენტიფიცირება და ეფექტიანად გამოყენება.
ამგვარად, რეგიონული ტურისტული გიდის მომზადების პროგრამის მიზანია რეგიონის ტურისტული პოტენციალის გამოვლენისა და ზრდის ხელშეწყობა ცვლილებაზე და ინოვაციაზე ორიენტირებული ადგილობრივი ტურისტული გიდის მომზადებით. კურსი მიმართული იქნება ხელი შეუწყოს ადგილებზე იმ უნარების გაუმჯობესებას, რომელიც უზრუნველყოფს უნიკალური რეგიონალური თავისებურებებით გაჯერებული მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შექმნას.