ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

This post is also available in: English

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი გთავაზობთ სასერტიფიკაციო სასწავლო კურსებს, მოკლევადიან ტრენინგ პროგრამებსა და მასტერკლასებს.  სასწავლო პროგრამების შეთავაზება ხდება, როგორც ღია კურსების სახით (ინფორმაცია ქვეყნდება ვებ და ფეისბუქ გვერდებზე), ასევე კლიენტის  საჭიროებებზე მორგებული შეკვეთილი კურსების ფორმით.

რითი გამოირჩევა CTC–ის ტრენინგები?

  • ზრდასრულთა სწავლების პრინციპებზე დაფუძნებული;
  • პრაქტიკაზე ორიენტირებული; ჩვენი მიდგომაა – ცოდნა უფრო პრაქტიკული, ვიდრე თეორიული;
  • მოკლევადიანი და ეფექტური;
  • ონლაინ სწავლების შესაძლებლობების ინტეგრაცია;
  • ტრენინგების ჩატარება შესაძლებელია სამ ენაზე: ქართული, ინგლისური და რუსული.

სწავლების მთავარი პრინციპი ეფუძნება ზრდასრულთა სწავლების ციკლს. აღნიშნული ციკლის ლოგიკა ცდილობს გაიმეოროს ზრდასრულების მიერ დამოუკიდებლად სწავლის ბუნებრივი პროცესი. სწავლების ინიცირება ხდება გარკვეული გამოცდილების შეძენით. შემდგომ ხდება მისი შეფასება-გააზრება და  განზოგადება, რაც პრაქტიკაში კონკრეტული ქცევის  გადატანით სრულდება.

CTC- სასწავლო პროგრამების მიმართულებებია:

  • ორგანიზაციის მართვა – მენეჯერის საქმე
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • პროექტის ციკლის მართვა
  • პიროვნული სამუშაო კომპეტენციები (კომუნიკაციის, დროის მართვის, პრეზენტაციის, გუნდური მუშაობის, ლიდერობის უნარები)

ექსკლუზიურად საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის

  • არასამეწარმეო ორგანიზაციების მართვა
  • ადვოკატირების კამპანიების წარმოება
  • სოციალური მარკეტინგი და ფონდების მოძიება
  • სოციალური საწარმოს წარმართვა

ექსკლუზიურად  საჯარო ორგანიზაციებისათვის

  • საჯარო პოლიტიკის ანალიზი და დაგეგმვა
  • საბიუჯეტო პროგრამების შემუშავება
  • გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
  • მუნიციპალური სერვისების ხარისხის მართვის სისტემური საკითხები
  • საჯარო ფინანსების მართვა

ექსკლუზიურად მცირე ბიზნესისათვის

  • მიკრო და მცირე ბიზნესის ადმინისტრირება

CTC-ის ღია კურსები და ტრენინგები ტარდება CTC-ის კუთვნილ ტრენინგ ცენტრში, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ რაიონში, მშვიდ გარემოში. აქ სასწავლო კურსების ორგანიზებისთვის ყველა პირობაა შექმნილი: ტრენინგისათვის განკუთვნილი თანამედროვე დარბაზები, საჭირო აღჭურვილობა, კომფორტული გარემო, მაღალი ხარისხის მომსახურება და კეთილგანწყობა. კლიენტის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია შეკვეთილი კურსების CTC-ის სასწავლო ცენტრში ორგანიზება.

საკონტაქტო ინფორმაცია