ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

This post is also available in: English

მთავარი ახალი ამბები ფოტოგალერეა

 

 

პროექტის შესახებ

ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივამცირე ბიზნესის განვითარების პროექტის მეოთხე ფაზა (SBDP4)

2022 წლის 17 იანვარს დაიწყო მცირე ბიზნესის განვითარების პროექტის მეოთხე ფაზის განხორციელება, რომელიც გაგრძელდება 2026 წლის იანვრის ბოლომდე. პროექტი მოიცავს ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, გურიის და სამეგრელოს თხუთმეტი მუნიციპალიტეტის 117 სამიზნე სოფელსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ოთხ დასახლებას. პროექტის მიმდინარე ფაზა წარმოადგენს მეორე და მესამე ფაზების გაგრძელებას, რომლებიც განხორციელდა შესაბამისად 2015-2018 და 2018-2021 წლებში.

პროექტის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება bp-სა და დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის გასწვრივ მდებარე სამიზნე თემებსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებს შორის, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მეშვეობით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გზით.

პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი შედეგების მიღწევა:

  1. ბენეფიციართა ბიზნეს-დაგეგმვის უნარების განვითარება და სამიზნე თემებში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება ახალსაწარმოთა შექმნის დაარსებულ საწარმოთა გაფართოვების მეშვეობით;
  2. მხარდაჭერილ მეწარმეთა მართვის, დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების სრულყოფა და ამგვარად მათი წარმადობისა და ეფექტურობის ამაღლება;
  3. მხარდაჭერილ მეწარმეთა პროფესიული უნარების გაძლიერება და ამგვარად მათი ეფექტიანობისა და მდგრადობის ზრდა.

განხორციელდება შემდეგი ძირითადი ღონისძიებები:

  • ოთხი საგრანტო კონკურსის ფარგლებში 960 ბენეფიციარი გაივლის ბიზნეს-გეგმის შედგენის ტრენინგებს და დამოუკიდებლად შეიმუშავებს ბიზნეს-გეგმას;
  • დაფინანსებას მოიპოვებს 123 დამწყები და 18 არსებული მცირე მეწარმე, შეიქმნება 150 სამუშაო ადგილი;
  • ყველა დაფინანსებულ მეწარმეს ჩაუტარდება სხვადასხვა ტექნიკური და პროფესიული ტრენინგი, რის შედეგად ისინი დანერგავენ ინოვაციებს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის, ბიოწარმოების დარგში და ა.შ. და ღირებულებას დაამატებენ თავიანთ პროდუქტებს;
  • ყველა დაფინანსებულ მეწარმეს ჩაუტარდება ინტენსიური სწავლება ციფრული კომპეტენციების, ფინანსური აღრიცხვის წარმოების, მარკეტინგის, მომხმარებლებთან ურთიერთობის, სტრატეგიული განვითარების და სხვა საკითხებზე.
Untitled design

საკონტაქტო ინფორმაცია