ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

იწყება რეგისტრაცია CAT – ის (Community Action Training) საერთაშორისო ინგლისურენოვან სასწავლო პროგრამაზე

იწყება რეგისტრაცია CAT – ის (Community Action Training) საერთაშორისო ინგლისურენოვან სასწავლო პროგრამის მე-3 ნაკადზე. სამოქალაქო აქტივიზმითა და სათემო ლიდერობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აპლიკაციების შემოტანა შეუძლიათ 15 სექტემბრამდე. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეიძენენ სამოქალაქო მოძრაობის და კამპანიების ინიცირებისა & ორგანიზების პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას, გაეცნობიან და განიხილავენ არაძალადობრივი სამოქალაქო მოძრაობის არაერთ რეალურ შემთხვევას. პროგრამა მოიცავს ტრენინგ-კურსს, ონლაინ სასწავლო მოდულებს და მენტორებთან შეხვედრას. პროგრამის დასასრულს მონაწილეებს საშუალება ეძლევათ შიდა კონკურსის საფუძველზე ორკვირიანი ვიზიტით გაემგზავრონ ლატვიურ ან ესპანურ პარტნიორ ორგანიზაციაში. პროგრამის შესახებ სრული ინფორმაციის გასაცნობად და აპლიკაციის გადმოგზავნის მიზნით ეწვიეთ ბმულს: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=231776 პროგრამის წინა ორი ნაკადი 2018 წლის შემოდგომაზე და 2019 წლის გაზაფხულზე უკვე წარმატებით დაასრულა 40 – ზე მეტმა ახალგაზრდა ლიდერმა საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და ყირგიზეთიდან.

საკონტაქტო ინფორმაცია