ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

დამწყები ბიზნესისა და ბიზნესის გაფართოების შესარჩევი კონკურსის განაცხადი

ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა (CDI 6) 

დამწყები ბიზნესისა და ბიზნესის გაფართოების შესარჩევი კონკურსის

განაცხადი

„ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის კომპანიებში. პროექტის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს ბიზნეს საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა. ამასთან დაკავშირებით, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“ აცხადებს საგრანტო კონკურსს დამწყები და ბიზნესის გაფართოების მსურველი მეწარმეებისათვის.

დამწყები ბიზნესის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 3,600 (სამი ათას ექვსასი) ლარი (გრანტის სახით).

ბიზნესის გაფართოების დაფინანსების მაქსიმალური ოდენობაა 3,800 (სამი ათას რვაასი) ლარი (გრანტის სახით).

მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ ორივე, დამწყები ბიზნესის, ასევე ბიზნესის გაფართოების კონკურსებში.  გასათვალისწინებელია, რომ თითოეული კონკურსისათვის დაშვებულია მხოლოდ ერთი განაცხადის წარდგენა.

დაფინანსებული ბიზნესი უნდა განხორციელდეს მხოლოდ CDI 6-ის სამიზნე თემებში, კერძოდ:

გარდაბნის მუნიციპალიტეტი – ახალი სამგორი, აღთაკლია, ბირლიკი, ფოლადაანთკარი, გამარჯვება, ჯანდარა, კალინინო, კრწანისი, ახალი კუმისი, ლელაშხა, ლემშვენიერა, მზიანეთი,  ნაგები, ნაზარლო, პობედა, ქესალო, ქვემო კაპანახჩი, სამგორის მეურნეობა (გამარჯვება I), თბილწყარო, ვახტანგისი, ყარაჯალარი, ყარათაკლია.

რუსთავის მე-18 მიკრო რაიონის მე-5, მე-12, მე-12ა, მე-12ბ კორპუსები და მე-19 მიკრო რაიონის მე-4, მე-7, მე-9, 23-ე კორპუსები.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი – ახალსოფელი, ზირბითი, დაღეთ-ხაჩინი, დურნუკი, ირაგა, ივანოვკა, ჯიგრაშენი, ქოსალარი, ქოთიში, სამშვილდე, წინწყარო, ჭივჭავი, ხაიში, მარაბდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტი – ჯანდარი.

განაცხადების განხილვისას უპირატესობა მიენიჭება იმ ბიზნეს იდეებს, რომელთა ავტორებსაც ექნებათ პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობაში სათანადო გამოცდილება და წარმოაჩენენ წარმატებული განვითარებისა და ზრდის პოტენციალს.

 

  1. ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კონკურსში დაფინანსების მისაღებად?

საკონკურსო განაცხადის შემოტანა შეუძლიათ დამწყებ მეწარმეებს:

  • რომლებიც ცხოვრობენ CDI 6 სამიზნე თემებში;
  • სათემო კავშირის წევრებს და დემო ფერმერებს;
  • პროექტის ფარგლებში 2015 წლამდე დაფინანსებულ ბენეფიციარებს ან/და მათი ოჯახის წევრებს;
  • რომელთაც გააჩნიათ მკაფიო იდეა საკუთარი მცირე ბიზნესის ჩამოყალიბების თაობაზე და აქვთ სურვილი, რომ სათანადო დრო და ენერგია მოახმარონ თავიანთი ბიზნეს საქმიანობის წარმატებულ განვითარებას;
  • გამოთქვამენ მზადყოფნას დაარეგისტრირონ ბიზნესი საჯარო რეესტრში.

 

საკონკურსო განაცხადის შემოტანა შეუძლია ბიზნესის გაფართოების მსურველ რეგისტრირებულ მეწარმეებს:

  • რომლებიც ცხოვრობენ CDI 6 სამიზნე თემებში;
  • სათემო კავშირის წევრებს და დემო ფერმერებს;
  • პროექტის ფარგლებში 2015 წლამდე დაფინანსებულ ბენეფიციარებს ან/და მათი ოჯახის წევრებს;
  • რომელთა ბიზნესიც ფუნქციონირებს არანაკლებ 2 წელი;
  • ბიზნესის საშუალო წლიური მოგება არ აღემატება 12,000 ლარს.

 

მოცემული კონკურსის ფარგლებში დაფინანსებას არ ექვემდებარებიან:

  • ადგილობრივი სათემო კავშირები და სხვა სათემო ორგანიზაციები;
  • სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები (ადგილობრივი და სხვა);
  • ბიზნესები, რომელთა საშუალო წლიური ბრუნვა აღემატება 200,000 ლარს;
  • საჯარო მოხელეები;
  • მეწარმეები, რომლებმაც პროექტის ფარგლებში ორჯერ მიიღეს დაფინანსება.
  1. რა უნდა გაითვალისწინოთ განაცხადის მომზადებისას?

ბიზნესის დაწყების მსურველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

  • პროექტის განაცხადი სრულად უნდა იყოს შევსებული და ნათლად ასახავდეს დაგეგმილი ბიზნესის საქმიანობას;
  • დამწყები მეწარმის ფულადი თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს მოთხოვნილი თანხის მინიმუმ 30%-ს.
  • გრანტის თანხით დაფინანსდება მხოლოდ ძირითადი საშუალებები (მაგ: დანადგარები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, აღჭურვილობა და ა.შ.);
  • გრანტის თანხით არ დაფინანსდება ნედლეული, სამშენებლო მასალები, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი, ცხვარი, ფრინველი, ფუტკრის ოჯახები.

 

ბიზნესის გაფართოების მსურველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

  • ბიზნესი დარეგისტრირებული და მოქმედი უნდა იყოს განაცხადის შემოტანის დღისთვის მინიმუმ 2 წლის მანძილზე;
  • ბიზნესის საშუალო წლიური მოგება უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 12,000 ლარს;
  • პროექტის განაცხადი სრულად უნდა იყოს შევსებული და ნათლად ასახავდეს დაგეგმილი ბიზნესის გაფართოების გეგმას;
  • ბიზნესის გაფართოების მსურველი მეწარმის ფულადი თანამონაწილეობა, უნდა შეადგენდეს მოთხოვნილი თანხის მინიმუმ 40%-ს;
  • წარმოდგენილი განაცხადი უნდა ითვალისწინებდეს არსებული ბიზნეს საქმიანობის რაოდენობრივ ან ხარისხობრივ ცვლილებებს (მაგ. მომსახურების და/ან წარმოების შემდგომი განვითარება, ტექნოლოგიური პროცესების დახვეწა პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, წარმოების თვითღირებულების შემცირება და ა.შ.).
  1. პროექტის განაცხადის განხილვა და კონკურსანტების შერჩევა ტრენინგზე დასასწრებად

კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეული დამწყები და ბიზნესის გაფართოებით დაინტერესებული მეწარმეები გაივლიან ტრენინგს „ბიზნეს გეგმის შედგენა“, მოამზადებენ ბიზნეს გეგმას და მიიღებენ მონაწილეობას კონკურსის მეორე ეტაპში დაფინანსების მოსაპოვებლად.

განაცხადების შერჩევა მოხდება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების შესაბამისად:

  • პროექტის განაცხადის ფორმა სრულად არის შევსებული;
  • პროექტის განაცხადი ნათლად და გასაგებად არის ჩამოყალიბებული (ქართულ ან რუსულ ენაზე);
  • პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები რეალისტურია და ტექნიკურად განხორციელებადი;
  • პროექტის განაცხადში ასახულია ბიზნეს საქმიანობის მდგრადობისა და ზრდის პოტენციალი;
  • პროექტში გათვალისწინებულია მეწარმის თანამონაწილეობა და ასახულია ბიუჯეტში;
  • პროექტის ბიუჯეტი რეალისტურია.

 

საკონკურსო განაცხადების ჩაბარების საბოლოო ვადაა 2020 წლის 10 აგვისტო.

განაცხადის ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ქართულ ენაზე: http://shorturl.at/erEFM

განაცხადის ფორმის შევსება:    https://tinyurl.com/yb23eu4x

და რუსულ ენაზე: http://shorturl.at/foBI9

Заполнить форму заявки:  https://tinyurl.com/yatehfbx

საკონტაქტო პირები:

საკონტაქტო ინფორმაცია