ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის

პროექტი: „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს (CTC), ქვემო ქართლის მედიასა (KKM) და ორგანიზაცია: „პირველ ევროპელთან“ ერთად (FE).

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ძლიერი და მდგრადი სასოფლო თემების მშენებლობას. ამ მიზნით პროექტი იმუშავებს ადგილობრივი აქტორების გაძლიერების მიმართულებით, რათა მათ უკეთ შეასრულონ თავიანთი როლი და გაუმჯობესდეს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წვდომა ადგილობრივ სერვისებზე.

პროექტის ფარგლებში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) განახორციელებს ინიციატივებსა და სერვისებს, რომლებიც ორიენტირებულია მიზნობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ცოდნისა და უნარების გაღრმავებაზე, რათა განახორციელონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული და შედეგზე ორიენტირებული ადვოკატირების კამპანიები. გარდა ამისა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებების მიწოდების ხელშეწყობის მიზნით CTC აქტიურად იმუშავებს ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების განვითარებაზე.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ საინფორმაციო ფურცელი.

საკონტაქტო ინფორმაცია