ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

სოციალური ინოვაციების პლატფორმა წარმოადგენს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ინიციატივას, რომლის მიზანია სოციალური ინოვაციებისა და სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სოციალური ცვლილებებისაკენ მიმართული ინოვაციური იდეების ხელშეწყობა და  სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერება.  ამ მიმართულებით სოციალური ინოვაციების პლატფორმის პროგრამის ძირითადი ამოცანებია:

– სოციალურ ინოვაციებსა და მეწარმეობაზე საგანმანათლებლო მრავალფეროვანი რესურსების/მასალების (წიგნები, სტატიები, ვიდეოები და ა.შ.) მოძიება და ახალი მასალების შექმნა;

–  სოციალურ ინოვაციებსა და მეწარმეობაზე ონლაინ თვით-მართული კურსების შექმნა;

– კონკურსის გზით, ინოვაციური იდეების მხარდაჭერა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: სოციალური ინოვაციებისა და სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობიერების  ამაღლებისკენ მიმართული აქტიური ინფორმაციული კამპანიის წარმოება ვებ და ფეისბუქ პლატფორმების გამოყენებით, 5 ონლაინ თვით-მართული კურსის შექმნა და 10 ინოვაციური იდეის მხარდაჭერა.

საკონტაქტო ინფორმაცია