ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ (STAR Initiative) ფარგლებში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, მუნიციპალური გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მხარდასაჭერად.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომელსაც:

  • გააჩნია მოცემულ რეგიონში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • მის მიერ შემოთავაზებული საპროექტო გუნდის სულ მცირე ორ წარმომადგენელს მიღებული აქვს მონაწილეობა კონკურსის ფარგლებში 2022 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში ჩატარებულ ვებინარში „ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი, 2021 წლის შეფასების შედეგები და გამოწვევები“;
  • კონკურსში ვერ მიიღებენ მონაწილეობას პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა (STAR Initiative)“ პარტნიორი სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ჰაბები.

კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე https://forms.gle/b2zCdxdGUKmQ4VAR6 არაუგვიანეს         2022 წლის 20 თებერვლისა, 18:00 საათისა. რეგისტრირებულ ორგანიზაციებს კონკურსის ორგანიზატორები დაუკავშირდებიან მოსამზადებელი ვებინარის თაობაზე.

საგრანტო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 25 მარტი, 12:00 საათი.

საპროექტო განაცხადი და ბიუჯეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე თანდართული ფორმის მიხედვით.

დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ctc.org.ge.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ქეთი ქობულაშვილს ნომერზე 577980883

 

საკონტაქტო ინფორმაცია