კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი აგრძელებს პროგრამის, „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ მე-6 ფაზას გარდაბნის, მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების 38 სამიზნე თემში, ასევე რუსთავის მე-18 და მე-19 მიკრორაიონებში.

პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა (BTC) და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის (SCP) კომპანიებში.

პროექტის მიზანია მილსადენის გასწვრივ მდებარე სოფლებში გააღრმაოს BP-სა და თემების პოზიტიური ურთიერთობა თემებში ინვესტიციების განხორციელების გზით, მათში განსაკუთრებული დონის მდგრადობისა და გამძლეობის მისაღწევად. პროექტის მიზანი მიიღწევა სათემო ორგანიზაციების ინსტიტუციონალური განვითარების, სათემო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის განხორციელების, მცირე ბიზნესების ჩამოყალიბებისა და რუსთავის #მე-10 და #28-ე საჯარო სკოლების ახალგაზრდული კლუბების უნარ-ჩვევების გაძლიერების მხარდაჭერით.

bp logoes