ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

მესამე საგრანტო კონკურსი გრძელდება – შემდგომი ეტაპი

“ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა – მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 4” ინიცირებული და დაფინანსებულია bp-ისა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში.

მიმდინარე წლის 2 თებერვალს დასრულდა ბიზნეს-იდეის განაცხადების მიღება მესამე საგრანტო კონკურსის ფარგლებში. სულ პროექტმა მიიღო სამასზე მეტი განაცხადი ახალი ბიზნესის დაწყებისა და არსებული ბიზნესის გაფართოვების მიზნით. აღსანიშნავია ქალებისა და 35 წლამდე ახალგაზრდების საკმაოდ მაღალი აქტიურობა.

სასოფლო-სამეურნეო  წარმოების  დარგში, განაცხადების ყველაზე დიდი რაოდენობა დაკავშირებული იყო სასათბურე მეურნეობის მოწყობასთან, მეფუტკრეობასთან, რძის პროდუქტების, ასევე კენკრის წარმოებასთან. არასასოფლო-სამეურნეო დარგში განაცხადების ყველაზე დიდი რაოდენობა დაკავშირებული იყო მიწის დამუშავების მომსახურებასთან (ე.წ. აგროსერვისი), წისქვილების, ავტოშეკეთების სახელოსნოების, საცხობების  და სხვა მსგავსი ბიზნესების დაფუძნება-გაფართოვებასთან.

ყველა განაცხადი განიხილა და შეაფასა შესარჩევმა კომისიამ პროექტის გუნდისა და მოწვეული ბიზნესის განვითარების ექსპერტის შემადგენლობით. განხილვა ხორციელდებოდა ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა მოსალოდნელი გაყიდვები, შემოსავალი და ხარჯები, მდგრადობა და ზრდის პოტენციალი, ინოვაციურობა და სავარაუდო რისკები. საბოლოო ჯამში, 203 კონკურსანტი გადავიდა შერჩევის შემდეგ – ბიზნეს-გეგმის დაწერის ტრენინგის ეტაპზე. ისინი გაივლიან ინტენსიურ ოდღიან ტრენინგებს, რომლებიც დაეხმარება მათ დეტალურად გაანალიზონ საკუთარი პროდუქტი, სამიზნე ბაზარი და მოხმარებელები, საწარმოო და ფინანსური გეგმა, რისკები და ა.შ. წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მათგანს და ვიმედოვნებთ, რომ ტრენინგი დაეხმარება მათ მკაფიო და რეალისტური ბიზნეს-გეგმების შემუშავებაში.

საკონტაქტო ინფორმაცია