პარასკევს, 2 მარტს, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრში (CTC) გაიმართა ღია კარის დღე, პროექტის: ,,რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“ (ARSD) ფარგლებში გამოცხადებული მიკროგრანტების შესახებ.
ღია კარის დღეზე, მონაწილე უნივერსიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნენ დამატებით ინფორმაციას კუნკურსის პროცედურულ თუ თემატურ საკითხებზე. მათ შეკითხვებს, პროექტის გუნდთან ერთად, პასუხობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი.