ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

This post is also available in: English

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი გთავაზობთ კონსულტაციებს ორგანიზაციული განვითარების სხვადასხვა საკითხებზე. ორგანიზაციული განვითარება სწავლისა და გაუმჯობესების მუდმივი პროცესია და წარმოგვიდგენია, როგორც სწავლების ციკლი, რომელიც მოიცავს ორიენტაციის, დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების ფაზებს.

კონსულტაციის მიზანია ორგანიზაციას დაეხმაროს საკითხის სწორ შეფასებაში; მასთან მჭიდრო კომუნიკაციით და ჩართულობით დასახოს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები; შეათანხმოს შესრულების გაზომვისა და შეფასების სისტემა.

ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით სამიზნე ჯგუფებს (საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საჯარო დაწესებულებები, სოციალური და საგანმანათლებლო  ორგანიზაციები ) CTC სთავაზობს შემდეგი ხასიათის კონსულტაციებს :

  • ადამიანური და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების შეფასება და ორგანიზაციული განვითარების დაგეგმვა
  • სტრატეგიული დაგეგმარება
  • ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა
  • ადამიანური რესურსების მართვის სისტემის შეფასება და გაუმჯობესება
  • პროექტის დიზაინი და საპროექტო განაცხადის შედგენა
  • მომსახურების სტანდარტების შემუშავება

რითი გამოირჩევა ჩვენი კონსულტაცია?

  • პროცესზე ორიენტაცია, რაც გულისხმობს კლიენტის ჩართულობას და მასთან ინტენსიურ სამუშაო ინტერაქციას;
  • კონფიდენციალობის დაცვა, როგორც კონსულტანტის ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულება და ფასეულობა;
  • კონსულტაციის პროცესის დროს უფრო ასერტიული, ვიდრე პატერნალისტური მიდგომა;
  • გთავაზობთ ორგანიზაციული განვითარებისა და ანალიზის ექსპერტიზას და კლიენტისგან ველით საკუთარი სამუშაო სფეროს ცოდნასა და გამოცდილებას;
  • ვცდილობთ, ორგანიზაციული მართვისა და განვითარების თეორიები და საერთაშორისო პრაქტიკაში დაგროვილი გამოცდილება მოვარგოთ ადგილობრივ რეალობასა და კულტურას;
  • ვცდილობთ, ორგანიზაციას დავეხმაროთ ისეთი ინტენსივობით განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები, რაც რეალურ შედეგს მოიტანს და შექმნის საფუძველს განვითარების შემდეგი ეტაპისათვის.

საკონტაქტო ინფორმაცია