CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

პროგრამა- შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური განვითარებისათვის

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი გერმანული ფონდის იიდის დაფინანსებით ახორციელებს პროგრამას ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური განვითარებისათვის (Capacity Strengthening for Social Development). პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტი გულისხმობს საქართველოს სოფლებში არსებული ქალთა ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების ქსელის მხარდაჭერას. ეს კომპონენტი ხორციელდება ფონდ ტასოსთან მჭიდრო თანამშრომლობით და მოიცავს ფონდის ქოლგის ქვეშ არსებულ ადგილობრივ 8 ორგანიზაციას. ჩვენი მიზანია:

  1. ხელი შევუწყოთ ამ ორგანიზაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების განმტკიცებას და მათი მუშაობის ეფექტურობის ზრდას.  კერძოდ, გვინდა დავეხმაროთ ორგანიზაციებს  რომ თავიანთ თემებში შეძლონ მეტი ადამიანის მომსახურება და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა.
  2. ასევე მიზნად  ვისახავთ დავეხმაროთ ამ ორგანიზაციებს გააძლიერონ ქსელური მუშაობა და ეროვნულ დონეზე მოახერხონ სოფლის პრობლემების ადვოკატირება. 

16 – 18 აპრილს, ჩატარდა ტრენინგების პირველი ციკლი. შემდეგ ეტაპზე ასევე დაგეგმილია კონსულტაციები,ინსტიტუციური განვითარების მცირე გრანტების გაცემა და ქსელური მუშობის მოდერირება.