პროექტი ინიცირებული და დაფინანსებული იქნა BP-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში და განხორციელდა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ 2015 წლის მაისი - 2018 წლის მაისის პერიოდში.
პროექტი განხორციელდა ჭიათურის, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, აბაშისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სამოც სოფელში, იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში და მიმართული იყო მიკრომეწარმეთა მხარდაჭერაზე ბიზნესის დაწყების/გაფართოების და სამეწარმეო უნარების განვითარების მიზნით.
პროექტის განხორციელების შედეგად:
-
144 მიკრობიზნესმა მიიღო დაფინანსება მათი საქმიანობის დასაწყებად/ გასაფართოებლად ყველა სამიზნე სოფელში; შეიქმნა 137 თვითდასაქმებული სამუშაო ადგილი, გარდა არაპირდაპირი სამუშაო ადგილებისა, რომლებიც წარმოიქმნა მიმწოდებლებსა და შემსყიდვებლებთან კომერციული ურთიერთობების შედეგად;
-
მხარდაჭერილი მიკრობიზნესების 93% ფუნქციონირებდა 2018 წლის მაისის ბოლოს და გამოიმუშავებდა საკმარის შემოსავალს საოპერაციო ხარჯების დაფარვისა და ზრდისათვის;
-
მეწარმე ქალთა წილი შეადგენდა მთლიანად დაფინანსებული ბიზნესების რაოდენობის 47%-ს, ხოლო 30 წლამდე ახალგაზრდებისა - 15%-ს;
-
315 ადამიანმა გაიარა ტრენინგი ბიზნეს-გეგმის შემუშავებაში;
-
ყველა დაფინანსებულმა მიკრობიზნესმა გაიარა უნარების განვითარების პროგრამა საკონსულტაციო და მენტორული მხარდაჭერის სახით;
-
105-მა მხარდაჭერილმა მიკრობიზნესმა გაიარა პროფესიული ტრენინგები;
-
მხარდაჭერილი ბიზნესების საშუალო ოჯახური შემოსავალი გაიზარდა 47%-ით;
-
მხარდაჭერილი მიკრობიზნესების 30% აწარმოებს საქონელსა და მომსახურებას, რომელიც ადრე მიუწვდომელი იყო მათ თემებში, რის შედეგად ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო დამატებითი სარგებელი დროისა და ფულის დანაზოგის სახით.