ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

რეგიონული ტურისტული გიდის გადამზადების მოკლევადიანი კურსის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები  გადაეცათ

12 თებერვალს რეგიონული ტურისტული გიდის გადამზადების მოკლევადიანი კურსის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

კურსი დაინერგა სამეგრელოს, კახეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. პარტნიორი სასწავლებლები არიან შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“,  პროფესიული კოლეჯი „განთიადი“ და საზოგადოებრივი კოლეჯი „ოპიზარი“.

ჯამში კურსი დაასრულა 63 მონაწილემ. ვულოცავთ მათ და ვუსურვებთ პროფესიულ წარმატებებს !

 

ღონისძიებას დაესწრნენ კურსდამთავრებულები ოთხივე რეგიონიდან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი,  USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის წარმომადგენელი მარინა ქუთათელაძე, USAID -ის პროგრამა „ზრდას“ ხელმძღვანელი ბრაიან კინგი,  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები, პარტნიორი პროფესიული კოლეჯები და ტურიზმის სფეროში მოქმედი პროფესიული ორგანიზაციები.

პარტნიორი კოლეჯები გააგრძელებენ კურსის მიწოდებას, როგორც არაფორმალური განათლების სახით, ასევე ეცდებიან მის ფორმალიზებას და მოკლევადიანი პროფესიული განათლების პროგრამის სახით ავტორიზაციას.

პროექტი განხორციელდა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) მიერ USAID -ის პროგრამა „ზრდას“ ინიციატივით და დაფინანსებით.

საკონტაქტო ინფორმაცია