ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

რეგიონში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები

დემოკრატ მესხთა კავშირის ორგანიზებით და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი – CTC-ის მხარდაჭერით, 2018 წლის 7 დეკემბერს, თბილისში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედ საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეხვედრა-დიალოგი გაიმართა, ეროვნულ დონეზე მომუშავე, მსხვილ სამოქალაქო საზოგადოებრივ და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. სამცხე-ჯავახეთიდან, ფორუმში 15 ორგანიზაცია მონაწილეობდა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა:

  • სამცხე – ჯავახეთის რეგიონის განვითარების პროცესებში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობისა და გავლენის გაზრდის შესაძლებლობების განხილვა
  • ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების გაცნობა

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია