ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

სათემო აქტივიზმის სასწავლო პროგრამის (CAT) ფარგლებში საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსდა CAT-ის კურსდამთავრებულების 6 ინიციატივა

სათემო აქტივიზმის სასწავლო პროგრამის (CAT)  ფარგლებში  საგრანტო კონკურსის შედეგად  დაფინანსდა CAT-ის კურსდამთავრებულების 6 ინიციატივა:

  • საინიციატივო ჯგუფი მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ქალების მხარდასაჭერად – ინიციატივა მიზნად ისახავს მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ ახალგაზრდებში გენდერული ცნობიერების ამაღლებას, ადვოკატირების კულტურის გაძლიერებასა და საინიციატივო ჯგუფის მხარდამჭერთა ქსელის გაფართოებას;
  • მთის განვითარების ცენტრი – ინიციატივა გულისხმობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ადვოკატირების კამპანიის წარმოებას ხარისხიანი სასმელი წყლის მისაღებად;
  • წალკის გოგონათა საფეხბურთო კლუბ ეძანის გაძლიერება  – ინიციატივის მიზანია  წალკის გოგონათა საფეხბურთო კლუბ ეძანის გაძლიერება და მხარდაჭერა და ამ გზით წალკაში მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა.
  • ქართულუკრაინული პლატფორმა – ინიციატივის ფარგლებში ორგანიზაცია გეგმავს საქართველოში მცხოვრები უკრაინული თემის გაძლიერებას ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის მეშვეობით, რაც გულისხმობს უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერას და მათ საჭიროებებზე მყისიერ და ეფექტურ რეაგირებას, რისთვისაც იგეგმება უკრაინული თემის საჭიროებების მოკვლევა და აღნიშნული პლატფორმის გაძლიერება;
  • სამოქალაქო მოძრაობატალღა – ინიციატივის ფარგლებში იგეგმება კამპანიის ჩატარება, რომელიც მიზნად ისახავს შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაში გაიზარდოს ცნობიერება დაბალი საარჩევნო ბარიერის უპირატესობის შესახებ; 
  • გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები – ინიციატივის მიზანია შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიების მეზობლად მდებარე  დასახლებებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა აიმაღლონ ცოდნა ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკული მექანიზმების და თვითმმართველობაში თანამონაწილეობის საკითხზე.

სათემო აქტივიზმის ტრენინგი (CAT) ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ (STAR Initiative) ფარგლებში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია