ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

სამოქალაქო აქტორების ჩართულობა რეგიონული პოლიტიკის პროცესში

მოკლე მიმოხილვა: წარმოდგენილ კვლევაში შესწავლილი და გააანალიზებულია საქართველოში სამოქალაქო აქტორების ჩართულობისა და მონაწილეობის პრაქტიკა რეგიონული განვითარების პოლიტიკის პროცესში. რეგიონული განვითარების პოლიტიკა მოიაზრება, როგორც საქართველოს საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების (სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების ჩათვლით) შემუშავება და განხორციელება, როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეებზე და სექტორული მიმართულებებით, რომელნიც მიზნად ისახავენ რეგიონების უთანასწორობის შემცირებას, კონკურენტუნარიანობის ზრდას და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. ამასთან, კველვაში სამოქალაქო აქტორებად მოიაზრებიან ბიზნეს საზოგადოება, აკადემიური წრეები, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. ჩართულობა და მონაწილეობა კი გულისხმობს საჯარო პოლიტიკის პროცესში სამოქალაქო აქტორების ყველა დონეზე სინერგიას.

კვლევა ასევე მიმოიხილავს ევროპის საუკეთესო გამოცდილებას და მაგალითებს რეგიონული განვითარების პოლიტიკაში სამოქალაქო აქტორების მონაწილეობის კუთხით. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობითა და ქართული კონტექსტის გათვალისწინებით, შემუშავებულია რეკომენდაციები ხელისუფლებისთვის, რომელთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ეფექტიანობას.

კვლევის ანგარიში: სამოქალაქო აქტორების ჩართულობა რეგიონული პოლიტიკის პროცესში შემუშავებულია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის: ,,რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის(ARSD) ფარგლებში.

PDF-ვერსიის გადმოქაჩვა >>

საკონტაქტო ინფორმაცია