ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

საუნივერსიტეტო კურსს “სამოქალაქო საზოგადოების როლი” დაემატა სოციალური ინოვაციების და მეწარმეობის ახალი მოდული

2023 წლიდან საუნივერსიტეტო კურსს „სამოქალაქო საზოგადოების როლი“ დაემატა ახალი მოდულები, რომელიც ფარავს სოციალურ ინოვაციებს და მეწარმეობას.

პროექტის ფარგლებში კურსი დაინერგა და მიმდინარეობს  ბათუმის, გორის, ზუგდიდის, თელავის და ქუთაისის 5 უმაღლეს სასწავლებელში, საქართველოს უნივერსიტეტში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. წელს კი აღნიშნულ უნივერსიტეტებს შემოუერთდა  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

აღნიშნული კურსი 2022 წლის მდგომარეობით წარმატებით დაასრულა 192 სტუდენტმა.

საუნივერსიტეტო კურსი „სამოქალაქო საზოგადოების როლი“ შემუშავდა პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა (CSSIGE)” ფარგლებში ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობით.  

საუნივერსიტეტო კურსის მიზანია ახალმა თაობებმა სწავლების საბაკალავრო საფეხურზე მიიღონ სანდო და აკადემიური ცოდნა სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების შესახებ.

კურსის შემდგომი განვითარება და დანერგვა კვლავ გრძელდება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის ორგანიზებით ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ (STAR Initiative) .

საკონტაქტო ინფორმაცია