ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის აცხადებს მიღებას 3 დღიან ვორქშოფზე: “დიზაინერული აზროვნება“. ვორქშოფს ჩაატარებს პოლონელი მოწვეული ექსპერტი: აგნეშკა სიკორსკა. აგნეშკა არის საჯარო და სოციალური სერვისების წარმატებული დიზაინერი, მენტორი და პედაგოგი 15 წელზე მეტი გამოცდილებით. მისი სამუშაო დიზაინის სფეროში მოიცავს საკონსულტაციო საქმიანობას პოლონურ სამთავრობო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სოციალურ მეწარმეებთან და სტარტაპებთან.

ვორქშოფის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ დიზაინერული აზროვნების არსს, მიდგომებსა და რას მთავარია მისი გამოყენების პრაქტიკულ სტრატეგიებსა და მეთოდებს, ცოდნა გაიღრმავონ ისეთ საკითხებზე როგორიცაა:

  • დიზაინერული აზროვნების არსი (როგორ განვსაზღვროთ აუდიტორია, მათი საჭიროებები და უზრუნველვყოთ ინკლუზია);
  • ინოვაციური გადაწყვეტების განვითარება და ვალიდაცია (იდეაცია, პროტოტიპირება და ტესტირება, მომხმარებლის მოლოდინების დიზაინი);
  • ინოვაციური გადაწყვეტებისა და მუშაობის პროცესში დიზაინერული აზროვნების პრაქტიკულად დანერგვა.

მონაწილეობის შესახებ განაცხადის შევსება შეუძლიათ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვორქშოფის სამუშაო ენაა ინგლისური და თარგმანი არ არის უზრუნველყოფილი.

ვორქშოფის ჩატარების თარიღია: 27, 28 და 29 ნოემბერი (2023)

ვორქშოფის ჩატარების ადგილი: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტის ოფისი (ოთარ ჩხეიძის #5)

დაინტერესებულმა პირებმა სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ ბმულზე არაუგვიანესს 30 ოქტომბრისა.

ვორქშოფი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ (STAR Initiative) ფარგლებში

 

საკონტაქტო ინფორმაცია