ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

კოლუმბიის “ახალი სკოლის” მოდელი

მოცემულ ნაშრომში წარმოდგენილია სამაგიდო კვლევის ანგარიში კოლუმბიის სასკოლო მოდელის „ახალი სკოლის“ (Escuela Nueva (EN)) რეფორმის შესახებ. EN-ის მოდელი შეიქმნა 1975 წელს კოლუმბიის სოფლის სკოლებში არსებული პრობლემების საპასუხოდ და ის დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს მრავალ სკოლაში. მის მიზანს წარმოადგენს განათლების ხარისხის, რელევანტურობისა და ეფექტურობის გაუმჯობესება აქტიური, თანამშრომლობითი და პერსონალიზებული სწავლების საშუალებით, რომელიც ყოველთვის ორიენტირებულია მოსწავლეზე. ახალი სკოლის მოდელი მთლიანად ეფუძნება კონსტრუქტივისტულ მიდგომას და სკოლის ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით, მოიაზრებს მშობლების, ადგილობრივი თემისა და ადმინისტრაციული აგენტების აქტიურ ჩართულობას. სხვადასხვა კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ახალი სკოლის მოდელმა მიაღწია განათლების ხარისხის გაუმჯობესებას კოლუმბიის სოფლის სკოლებში. EN-ის სკოლაში ჩართულმა მოსწავლეებმა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს საგნობრივი ცოდნა სხვა სკოლის მოსწავლეებთან შედარებით. ამასთან, პროგრამამ შეძლო და მოსწავლეებში განავითარა სამოქალაქო, დემოკრატიული, თანამშრომლობითი და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრონციპები. გარდა ამისა, ახალი სკოლის მოდელი კოლუმბიის გარდა დაინერგა და წარმატებით ფუნქციონირებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

იხილეთ კვლევა >>

 

საკონტაქტო ინფორმაცია