CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი პედაგოგთა ფორუმის კომიტეტთან ერთად, 2012 წლის 25 თებერვალს, თბილისის საკონცერტო დარბაზის ივენტ ჰოლში მართავს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიურ კონფერენცია-გამოფენას.

კონფერენცია-გამოფენა იმართება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის (ACETT) ფარგლებში,რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International  კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან პარტნიორობით. პროგრამა ფინანსდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

კონფერენცია-გამოფენა კომპლექსური ღონისძიებაა და ის მოიცავს პედაგოგთა და სასკოლო სამოქალაქო კლუბების ნამუშევრების გამოფენას, საკონფერენციო პლენარულ მუშაობასა და სემინარებს. მასწავლებლებს საშუალება ექნებათ მოაწყონ საგანმანათლებლო მასალების (მოსწავლეთა ნამუშევრები,  საპროექტო იდეები, ბუკლეტი, გაზეთი, სასკოლო საკლუბო საქმიანობის ფოტო მასალა, ეფექტური მეთოდები) და მიღწევების პრეზენტაცია-გამოფენა. კონფერენციის დასასრულს იგეგმება წლის ჯილდოს გადაცემა 9 რეგიონში გამოვლენილი საუკეთესო 9 პედაგოგისათვის.

აღნიშნული კონფერენცია-გამოფენა ფორუმის პირველი მასშტაბური ღონისძიებაა. წლიური კონფერენციის მიზანია, ერთი მხრივ, სამოქალაქო განათლების სფეროში  სიახლეებისა და ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ფორუმის წევრ მასწავლებელთა შორის გამოცდილების გაზიარებისა და  პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მეორე მხრივ, საზოგადოებაში და საგანმანათლებლო სისტემაში სამოქალაქო განათლების მნიშვნელობის წარმოჩენა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის პრესტიჟის გაზრდა.

კონფერენციის მონაწილეები მოამზადებენ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც აისახება ფორუმის წევრების გაზიარებული ხედვა სამოქალაქო განათლების, როგორც დისციპლინის განვითარების საჭიროებების შესახებ.

კონფერენციაზე გაიმართება სასკოლო სამოქალაქო განათლების კლუბებისა და პროექტების  შედეგების გამოფენა. დაინტერესებულ მასწავლებლებს ექნებათ საშუალება წარმოადგინონ და გამოფინონ გამოცდილების ამსახველი მასალები.