CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

კონფერენცია ”პიროვნული განვითარების შესაძლებლობები ახალგაზრდებისათვის”

2012 წლის 14 მარტს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში გაიმართა კონფერენცია თემაზე: "პიროვნული განვითარების შესაძლებლობები ახალგაზრდებისათვის.

კონფერენციის ორგანიზატორი იყო კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი. პარტნიორები -  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია.

კონფერენცია ჩატარდა CTC-ის პროექტის ფარგლებში, რომლის დროსაც შეიქმნა და განხორციელდა "პიროვნული განვითარების კურსი ახალგაზრდებისათვის”.

კონფერენციას ესწრებოდნენ სამინისტროების (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, იუსტიციის), ქართული (თბილისი, რეგიონები) არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების (PH international, Peace Corps, Save The Children), დონორების (სოროსის ფონდი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში) წარმომადგენლები, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოს რეგიონებიდან:

  • საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია - სიქა (რუსთავი),
  • საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (ლაგოდეხი),
  • სათემო კავშირი ნუკრიანი (სიღნაღი),
  • ქართლი XXI (ხაშური),ქუთაისის განათლების,
  • განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (ქუთაისი),
  • შიდა ქართლის სამოქალაქო განათლების ოფისი (გორი),
  • ასოციაცია ”ქართლის დედა” (გორი),
  • ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი (ოზურგეთი).

კონფერენციის ფორმატი ითვალისწინებდა პლენარულ სესიას, მოხსენებებსა და დისკუსიებს. მონაწილეები გაეცნენ ”პიროვნული განვითარების კურსი ახალგაზრდებისათვის” - პროექტის შედეგებს, კომპეტენციების განვითარების კვლევის შედეგებს. მოისმინეს სამინისტროების წარმომადგენელთა მოკლე მოხსენებები: სახელმწიფოს ხედვა ახალგაზრდების კომპეტენციების განვითარების შესახებ, წარმატებული ისტორიები ორგანიზაციებიდან - ათი დღე, რომელიც ცვლის ცხოვრებას.

კონფერენციის დასრულების ფაზაზე გაიმართა პლენარული დისკუსია:

ინტერესის საერთო სეგმენტები და თანამშრომლობის შესაძლებლობები.

გამოიკვეთა უახლოესი პერიოდისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობები.